უფლებადამცველი ბაია პატარაია პოლიტიკოს ვახტანგ მეგრელიშვილის საჯარო აღიარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ერთი დურაკი ანეკდოტი გამახსენდა, გირჩზე:
ტიპი ჰყვება: ბავშვობაში პატეფონი დამეცა თავში და აბა, რა მეტყობა.. აბა, რა მეტყობა… აბა, რა მეტყობა…
მეგრელეშვილსაც ეგრე ჰგონია, რომ არ ეტყობა, ბავშვობაში რომ სცემდნენ და ნეტაი, მეტი რაღა უნდა ეტყობოდეს…”, – წერს ბაია პატარაია.
ცნობისთვის, პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ოჯახის ერთ-ერთი წევრის მიერ მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე ალაპარაკდა.
როგორც დეპუტატი აცხადებს, მას ბავშვობაში პაპა მათრახით სცემდა.