ჟურნალისტი, ელისო კილაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და თვითმხილველის მონაყოლი ამბის შესახებ წერს.
როგორც პოსტიდან ვიგებთ, სანდო წყაროს კილაძისთვის ის დეტალები უთქვამს, რაც ზვიადაურის ძმის გარდაცვალების დღეს მოხდა.
„რა მოხდა სინამდვილეში წინანდალში: (თვითმხილველმა მომწერა)
კენჭოშვილები ბიძაშვილები არიან, რომლებიც სამუშაოდ იყვნენ ჩასულები კახეთში .
მკვლელობის წინა დღეს "პრარაბთან" მოხდა შელაპარაკება რომელსაც ნიკა კენჭოშვილიც ესწრებოდა მეორე დღეს ბიჭები დაიბარეს შესარიგებლად ესენიც წავიდნენ, იქ მისულებს დახვდნენ ზვიადაურები და კუნთმაგარი ბიჭები - პრარაბი ამათ თვალწინ ისე სცემეს, გატეხილი ნეკნი ჩანდა.
მერე ავტომატიდან დაიწყეს სროლა ზვიადი იქ იდგა და ხმას არ იღებდა, ამ ბიჭებიდან ერთ-ერთმა ავტომატზე ხელი წაავლო, ტყვია ნიკას ფეხებში მოხვდა დაჩოქილი მანქანისკენ წავიდა ახდილ კაპოტს ამოეფარა და დაიწყო სროლა ცოცხალაშვილის მიმართულებით.
ეს იარაღი მერე ზვიადის ძმამ აიღო, ეს იმდენად სწრაფად ხდებოდა ყველაფერი როგორც ეს ბიჭები ამბობენ გააზრებას ვერ ასწრებდნენ, ნიკას რომ იარაღი არ ჰქონოდა ყველას დაგვხოცავდნენო როცა დაინახა ზურამ რომ მის ძმას ტყვია მოხვდა მაშინვე ესროლა ნიკას და ყველაფერი გაჩერდა !ბიჭებმა ნიკა მანქანაში ჩასვეს და გზაც არ იცოდნენ, რომ ადგილობრივი არ გაჰყოლოდათ საავადმყოფომდე !
ახლა გმირი გამოჰყავთ ზურა, არიქა ძმა მოუკლეს და რა უნდა ექნაო რატომ მიიყვანა საქმე აქამდე ამ წიწილივით ბავშვებთან კუნთმაგარი ბიჭები რომ მიიყვანა იარაღი რად უნდოდათ ან რატომ უნდა ეცემათ?!
p.s. ჰოდა,მორჩით ახლა ზვიადაურის გამართლებას!
ჩემპიონობა დივიდენდი არაა !!!!
დამნაშავეა და უნდა დაისაჯოს!“- წერს კილაძე.
ინფორმაციისთვის, 16 აგვისტოს, ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური მის ორ თანმხლებ პირთან ერთად მანქანაში ჩაცხრილეს. შემთხვევა კახეთში მოხდა. ისინი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალნენ.
17 აგვისტოს სოფელ წინანდალთან მომხდარი სისხლიანი გარჩევის მონაწილე, ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დააკავეს. მას ბრალად განზრახ მკვლელობა ედება.
18 აგვისტოს საქართველოს პროკურატურამ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალთან მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ზურაბ ზვიადაურს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2021 წლის 16 აგვისტოს, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, ე.წ. მუხიანის ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა.
ზურაბ ზვიადაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„დაგვიანებული, სწორი გადაწყვეტილება" - გიორგი ფხაკაძე
🔵ცოლს კლიტორი მოაჭრა, მისი საყვარელი კი იმპოტენტი გახადა - შურისმაძიებლის გაუხმაურებული ამბავი
🔵„მე აცრილ პედაგოგთან ბავშვს კლასში არ შევუშვებ. კაცმა არ იცის რა სჭირს აცრილ პედაგოგს"