Digest Logo

„იქნებ ვიპოვოთ მისი შვილი და მოვუყვეთ, რა კეთილშობილი დედა ჰყავდა…” – დედა, რომელიც შვილს 43 წელი ეძებდა, გარდაიცვალა

1630302910
დედა შვილი

დედა, რომელიც მისი ქმრის ოჯახის მიერ გაყიდულ შვილს ეძებდა, ისე გარდაიცვალა, რომ ერთადერთ გოგონას ვერ შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გვერდის – „ვეძებ” მოდერატორი წერს. ის საზოგადოებას დაკარგული შვილის მოძებნისკენ მოუწოდებს, რათა მოუყვნენ, რომ მას კეთილშობილი დედა ჰყავდა…

„გავიგე, დაიღუპა ქალბატონი ნანა. შოკში ვიყავი და ვდებ ხელახლა, იქნებ ვიპოვოთ მისი შვილი და მოვუყვე რა კეთილშობილი დედა ჰყავდა…”, – წერენ გვერდზე.

შეგახსენებთ, ქალბატონი ნანა შაიშმელაშვილის მძიმე ისტორიას.

„გილოცავთ მარიამობას. მინდა ჩემი ამბავი მოგიყვეთ. მიიღეთ ეს რთული ისტორია. ვიცი მხოლოდ გამკიცხავს.
პატარა ვიყავი მშობლებმა რომ გამათხოვეს, - სტუდენტი ხარ, ჩვენ გვიჭირს შენი შენახვა და შეძლებული ოჯახია და შეგინახავენო. მეუღლე 17 წლით უფროსი იყო. საშუალო ფენის გოგო დედამთილს არ მოვეწონე და პირველივე დღიდან ჩემი დაჩაგვრა დაიწყო. მიემხრო მულიც, შემდეგ ჩემი მეუღლე და ისე მირტყამდნენ ხოლმე, როგორც პატარას. აღარც სასწავლებელში გამიშვეს და გავხდი მათ მოსამსახურე. მხოლოდ მამამთილს ვუყვარდი, თავის წილ საჭმელს მაჭმევდა და ჩემთან ერთად ტიროდა ხოლმე.

ერთხელ დედამთილმა გაიგო ეს ამბავი და არ მინდა გავიხსენო რა მოხდა. ჩემმა მამამთილმა ინსულტი მიიღო და მალევე გარდაიცვალა. ვერ ვინელებ, რომ ჩემ გამო დაიღუპა კაცი.

შემდეგ, ჩემი ორმაგი ჯოჯოხეთი დაიწყო. აქ არც დროა ყველაფერი დავწერო და არც საჯაროობა მინდა. დავრჩი ორსულად, გაუხარდათ ბიჭი უნდოდათ, გვარის გამგრძელებელი. დედამთილმა ბიჭის მუცელი აქვსო. კვება გამიძლიერა და მშვიდად იყო.

1978 წლის 31 დეკემბერს, ავჭალის სამშობიაროში ვიმშობიარე, მეყოლა გოგო და ჩემი ქმრის ოჯახს
მეხი დაეცა, გოგო არ უნდოდათ, შენისთანა მდაბიო იქნებაო მულმა და ზედაც არ შეხედეს საწყალს. მშობიარობის შემდეგ მძიმედ ვიყავი, სულ ორჯერ ვნახე ჩემი გოგონა, ისიც შორიდან. ექთანმა მითხრა, შენი ქმარია მოსული და ოჯახის წევრებიო და მის შემდეგ ჩემი გოგონა მეუღლე და მისი ოჯახის წევრები არ მინახავს. ბავშვი გააქრეს. ჩემი მშობლები სახლში არ შეუშვეს, დაემუქრნენ და გარეთ გაყარეს.

სამშობიაროდან, როცა გამომწერეს მათთან წავედი, მუხლებზე დავუდექი, მთელი ცხოვრება თქვენი მონა ვიქნები ბავშვი მანახეთ- მეთქი. სახლში შემიშვეს, სახეზე ყველას ირონიული ღიმილი ჰქონდათ. ბავშვი არსად იყო. მულმა მითხრა სარფიანად მოვიშორეთ შენი ჯიშისაო. მეზობლებმა მითხრეს სომხებს მიჰყიდესო. მერე აღარ მახსოვს რა მოხდა, თვალები რომ გავახილე, ისევ საავადმყოფო ვიწექი.

მეუღლე და დედამთილი ავარიაში დაიღუპნენ. მული ცოცხალია ოჯახი ჰყავს, ვიცი ამ ჯგუფშია, რადგან უშვილოა და ბიჭი იშვილა.

გემუდარები მაია მითხარი, ვის მიყიდე ჩემი შვილი და არასოდეს აღარ შეგახსენებთ. ვიცი ამ ჯგუფში ხარ და კითხულობ ყველა ისტორიას. დღევანდელი დღის მადლი გეფინოს, მითხარი გთხოვ. აღარავინ მყავს ამ ქვეყნად და შვილი მაინც მაპოვნინე, დამეხმარეთ გთხოვთ. მიშველეთ“, - წერს ანონიმური მომხმარებელი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵ვინ არის სოფო ნიჟარაძის დედა და რატომ ჰგონიათ მომღერლის შვილის მამა მიხეილ სააკაშვილი?

🔵„დღეს მითხრეს, რომ მამა აღარ მყავს… ალბათ დაიღალე, მამა, ასე თავგანწირვით, ასე ყველას სიცოცხლის გადასარჩენად“ – გვანცა ჩხიკვაძე

🔵„დედაჩემის ჯანმრთელობა დაამძიმეს! - უბრალოდ შნური ჰქონდა მიმაგრებული და ატყუებდნენ ჟანგბადი მოდისო“