ზუსტად არ ვიცი რა ხდება კოსმოსში, მაგრამ დედამიწაზე, ნუ ყოველ შემთხვევაში საქართველოში კონფლიქტი და დაპირისპირება შეუქცევადი პროცესი გახდა. საზოგადოება თითქოს მიეჩვია, პოლიტიკოსების, ექიმების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების ერთმანეთთან დაპირისპირებას. მაგრამ ასტროლოგების კონფლიქტი ეს რაღაც ახალია.
შესაძლოა მათ შორის კოსმოსის კულუარებში ნამდვილად იყო კონფლიქტი თუმცა ახალ ის საჯარო გახდა. მოკლედ ყველაფერი დაიწყო საქართველოს უკეთესი მომავლისთვის.
ამერიკაში მყოფმა ქართველმა ასტროლოგმა ბრიჯიტა გრუზინსკიმ განაცხადა რომ თუ საქართველოს ასტროლოგიური რუკა შეიცვლება საქართველო გაბრწყინდება. ასტროლოგიური რუკის შეცვლაში კი იგულისხმება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის თარიღის, სხვა თარიღით ჩანაცვალება.
ბრიჯიტმა:
კითხვა მაქვს მეგობრებო: ძალიან, ძალიან, ძალიან გთხოვთ, ცხოვრებაში თუ არ დაგიკომენტარებიათ, ამაზე დაწეროთ - „კი“ ან „არა“!
შეგიძლიათ გადადოთ გვერდზე, მიშისტობა და ქოცისტობა და დავუშვათ, დავითანხმე - „შიშკა“ - „ნაციონალური მოძრაობიდან“, რომელიც შემაცვლევინებს საქართველოს რუკას/ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველოს უკეთესი მომავლისთვის......
გადადებთ პირად ამბიციებს და პოლიტიკურ ხედვას გვერდზე საქართველოს ფეხზე დასაყენებლად?!?
შეგიძლიათ, რომ საკუთარი მე- ქვეყნის კეთილდღეობისთვის ცოტა უკან ჩამოაჩოჩოთ?
„ქოცებში“ ვერ ვიპოვე ისეთი, სასაცილოდ რომ არ ეყოს ასტროლოგია ( თუმცა თვითონ ამით ხელმძღვანელობენ ) უბრალოდ საქართველოსთვის არ აწყობთ.... გინდათ ვანდალიზმის დამარცხება საქართველოში ?
თუ არ გინდათ, ხვალ-თქვენი შვილი შეიძლება იყოს „ლექსო“... მოკლედ, გრძელი ახსნა განმარტებები არ მინდა კომენტარებში . ( ვიცი ყველას არგუმენტი ისედაც და ჩემი პოზიციებიც იცით!) უბრალოდ „კი“ ან „არა“ დაწერეთ, უფრო ადვილად დავითვლი....
ვინც ამ პოსტს გაატარებს, უბრალოდ არ მესმის მისი და მერე წუწუნის ხმა არ გავიგო, გვიშველე რამეო....
ააა-ბატონო! მაქვს შანსი და მაინტერესებს თუ მართლა გინდათ შეცვლა და ამის გამო - ვიღაცისტობას - თუ დათმობთ...
რა თქმა უნდა ეს არ აწყობს, წამალში ჩაწოლილ სასტავს, კუნთ- მაგარ კუტალაძეებს და „Вор в законе“- ავტორიტეტებს...
კომენტარში დაწერეთ - ვარ „ქოცი- კი“ ან ვარ „ქოცი-არა“ ან პირიქით.
გამოეხმაურეთ ამ პოსტს, ვისაც საქართველოს და შვილების მომავალი მართლა, მთელი გულით გტკივათ
არა აქვს მნიშვნელობა რას დაწერთ პასუხში...
მე, მაინც ვთხოვ ჩემებს ზემოთ, კოსმოსში და ჩემი სულის ნაწილს, მთავარანგელოზ მიქაელს, რომ გული - სიყვარულით, თანაგრძნობით და სინათლით აგვივსოს და გვიჩვენოს გზა და მხსნელი, რომელიც დაგვიბრუნებს იმ საქართველოს, რომელსაც - ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ჰქვია.
P.s. კიდევ ერთხელ ვაკონკრეტებ: მე ახალი ძალა არ ვიცი ვინ და სად არის!
მოლაპარაკებებს ვაწარმოებ- „ნაციონალებთან“!
ამოირჩიეთ ან ერთი-ან მეორე!
ისიც არ ვიცი თუ გავიტან ჩემსას.... ვიბრძოლობ, რომ გავიტანო!
P.s. P.s. კომენტარებიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვაკონკრეტებ: არც მე არ ვიყრი კენჭს შემოდგომაზე და არც ჩემი ახალი საქართველოს რუკა!
არც „ახალი“ ძალა, ამ წუთში არ არსებობს და შემოდგომამდე არ გაჩნდება!
უნდა გააკეთოთ არჩევანი-„ძველ ძალებს“ შორის!
აქედან ერთ-ერთი მთანხმდება მგონი რუკის შეცვლაზე!
იმედია შედგება უფრო სერიოზული ლაპარაკები და არა მარტო რუკის შეცვლა იქნება სიახლე, არამედ ძველი შეცდომების გამოსწორებაზე....
კარგად იცით ჩემი პოზიცია!
არავისტი არ ვარ!
იმისთვის ვიქნები, ვინც ამ დასაწვავ რუკას შემაცვლევინებს!
ნუ მიხსენებთ სხვა ასტროლოგებს!
ისინი იძახიან, რომ შესაცვლელია და გამოდიან ტელევიზიით და ხელფასი აქვთ ამაში და მაინც არ უბრძოლოათ ამდენი წელია!
მე ხელფასი არსაიდან მომდის, არც საქართველოში არ ვცხოვრობ და მხოლოდ იმას კი არ გეუბნებით, რომ შესაცვლელია.... დაგიღეჭეთ-რატომ არის შესაცვლელი!!!
ამიტომ, ნუ მადარებთ ვიღაც- ვიღაცებს!!!
P.s. P.s. P.s. „მესენჯერში“ კი ნუ მწერთ
„კი-ს“...
პირად FB-ზე დააკომენტარეთ...( აქ)
ანუ ვინც აზიარებთ, მთავარ პოსტზე გადმოამისამართეთ ხალხი.
მომნიშნეთ რომ მიპოვონ და ამ პოსტზე დააკომენტარონ.“
ბრიჯიტას ამ სტატსუსის შემდეგ საქართველოში მყოფმა ერთ-ერთმა აქტიურმა ასტროლოგმა რამაზ გიგაურმა პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც დიდი ალბათობით, აშშ-ში მოღვაწე მის კოლეგას უპასუხა.
რამაზ გიგაური
შეიძლება თუ არა ჰოროსკოპის შეცვლა?!
(ჰმ, ოღონდაცა რა!)
უკვე ბევრმა ფრენდმა მომწერა და არ მინდა ამდენი კითხვის იგნორირება. ამასთანავე, არც ამის თქმის დრო და წინაპირობა არ არის, ისეთი პროცესები მიდის. თუმცა ორიოდე სიტყვით მაინც ვიტყვი (მერე შეიძლება დიდი სტატიაც დავწერო ამის შესახებ).
აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ქართველი ასტროლოგი წერს, თურმე შესაძლებელია საქართველოს ჰოროსკოპის შეცვლა და მერე წავა ჩვენი ცხოვრება რიკინ-რიკინით.
არ მინდა სიღრმეში ჩასვლა, უბრალოდ ჩვენი ჯიგარი სერგიას ხმით ვიკითხავ: რანაირად?
არსებობს ბევრი ტიპის ჰოროსკოპი, მაგრამ ავიღოთ ორი ტიპის - ნათალური (დაბადების, ინდივიდუალური, პერსონალური) და მუნდანური (გეოგრაფიული, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ქვეყნის).
დაიბადა ადამიანი. ხომ კი?! რა მონაცემები გვჭირდება მისი პირადი ჰოროსკოპის შესადგენად? დაბადების რიცხვი, თვე, წელი, საათი, წუთი, გრძედი და განედი.
ამ მონაცემებზე დაყრდნობით კეთდება ადამიანის ჰოროსკოპი.
შეიძლება თუ არა მისი ჰოროსკოპის შეცვლა?
არა შვილო, არა!
ხელახლა დაიბადოს? დედას და მამას უთხრას, „ე რა დღეზე გამაჩინეთ ხალხოოო, დაიწვას ჩემი გაჩენა. მოიდა ახლიდან დამბადეთ რააა, თქვენ გახარებას!“
ხოა სიგიჟე?! მამალი. მამალი სიგიჟეა!
დაივიწყეთ ეს სტალინი, გურჯიევი, ჰოროსკოპის შეცვლა და ბლა-ბლა-ბლა!
ლაშა ტალახაძეც ეწევა აკვრა-ატაცში 485 კილოს და შეუძლია ვინმეს კიდევ?
ოღონდაცა რააა!
იგივეა საქართველოს შემთხვევაშიც.
თუ ვინმე განიხილავს საქართველოს მუნდანურ ჰოროსკოპს, უნდა აიღოს 1991 წლის 9 აპრილი. 11:55 საათი. თბილისი. ბასტა!
როგორ უნდა შეცვალოს საქართველომ ჰოროსკოპი, ხელახლა გამოაცხადოს დამოუკიდებლობა?!
აბსურდია ეს და პოპულიზმი.
ამისთანა პოპულიზმებით და ეპატაჟებით სავსეა საქართველოს პოლიტიკა, ეკონომიკა, ხელოვნება, შოუ-ბიზნესი, რელიგია და არც ასტროლოგიაა გამონაკლისი.
მესმის, რომ ვიღაცისთვის რაღაც „ხმაურიანი“ განაცხადი აუცილებელია იმიჯისთვის, მაგრამ ვისაც მართლა აინტერესებს მუნდანური ასტროლოგია ვურჩევ ბრიტანელი ასტროლოგების ბეიჯენტ-კემპიონ-ჰარვის წიგნებს „მსოფლიო ასტროლოგიის“ შესახებ.
კაი აკადემიური ხალხია და აკადემიურად განიხილავენ ყველაფერს.
ვერავინ შეცვლის ჰოროსკოპს, მაგრამ მართვა შესაძლებელია.
ნატალური ჰოროსკოპი - ეს არის საგზაო ნიშნები, მძღოლი კი თვითონ ადამიანია.
მუნდანური ჰოროსკოპის შემთხვევაში კი მძღოლი - ხელისუფლებაა (პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტი ანდაც ვიღაც ჩრდილში მყოფი, იდუმალი ადამიანი).
დროში ისე გადაადგილდება ადამიანი თუ ქვეყანა, როგორი მძღოლიც არის ადამიანი (ან ხელისუფლება).
ასე რომ, რა პოტენციალიც გვიბოძა გამჩენმა მისი მართვა-გამოყენებაა საჭირო და არა წინ და უკან სირბილი, რომ ვიღაც რაღაც „მაგიას“ მოახდენს და ეგრევე ავშენდებით. არ გამოვა ასე, არა! ეგრე რომ ვფიქრობთ, ამიტომაც დავტოპავთ 30 წელი ბნელში.
რამაზ გიგაურის ამ პოსტს ისევ ბრიჯიტამ გასცა პასუხი:
ბრიჯიტმა
გამომიგზავნეს link -ი, ბატონი რამაზ გიგაურის გვერდიდან, სადაც, მას სასაცილოდ არ ჰყოფნის ჩემი ასტროლოგობა.
ის ჩემს სახელს არ ახსენებს, მაგრამ ყველა „სტრელკა“ ჩემთან მოდის და ტექსტი გაჟღენთილია ცინიზმით...
იმინა გად...ვა თავზე. რამდენიმე ჩემი FB მეგობარი უკომენტარებს და LIKE აქვს და ლოვე დასმული ამ პოსტზე, რომელიც ასტროლოგიის ქართველ ქალღმერთად მაღიარებს- რომ ჰკითხოთ...
ალბათ გამომწერებიც... მაგდენს ვერ ვხედავ ...
ჯერ თქვენი 9 პრო****ლი დედებს აქ შე***ცი და ბატონ რამაზს გადაეცით, რომ ჩემთან ბრძოლას, უბრალოდ არ ვურჩევ, თორემ - გარე კახურ კილოზე წაიკითხეთ- ძღრ***დ შევჭამ!
ხო, კიდე, მაგას ურჩევნია, იმ ინგლისელი ასტროლოგების წიგნები თვითონ დაამუშაოს და მაგისგან რექტიფიკაცირებულ ჩარტებში რომ ის კი არა, რომ გრადუსი იყოს შეცდომით ( თუმცა უმნიშვნელოვანესია თითოეული გრადუსი) - ესენდენტი უზის საერთოდ სხვა ანუ, ნახევრად თხის რქას გეუბნება, 19 გრადუსი დავუშვათ, საიდანაც იწყება თქვენი ჩარტის ათვლა... და სინამდვილეში ხარ კურო 3 გრადუსით. ნუ ეს მაგალითი მოვიყვანე.
ასე რომ, სანამ გადავეკიდე, აზრზე მოვიდეს, თორემ გავანადვურებ მაგ უბედურ დღეზე შეწუწულს
ვისაც უკვირს, რომ რატომ მაქვს თავზე და***ს მცდელობაზე რეაქცია? რეაქცია რომ არ გაქვთ მასეთებზე, იმიტომ აქვს საქართველოს დედა მო****ი და დიდი შანსია, რომ თქვენც.
თავზე თუ არ გაწუხებს, შენც ყარხარ და ხარ!“
აგრეთვე დაგაინტერესებთ: