Digest Logo

იმერეთში კოვიდით გარდაცვლილი ქალის ქმარი ცოლის გაყინული კვერცხუჯრედით შვილის ყოლას გეგმავს

1643801049
ნატო ფხაკაძე

47 წლის ნატო ფხაკაძე, რომელიც 10 წლის განმავლობაში შვილს ელოდა, კორონავირუსით გარდაიცვალა. დაიღუპნენ ტყუპებიც, რომელიც ქალმა ხელოვნური განაყოფიერებით გააჩინა .ფხაკაძის მეუღლეს სურს შენახული კვერცხუჯრედი გამოიყენოს და სუროგატის მეშვეობით გარდაცვლილი მეუღლისგან შვილი გააჩინოს.

ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნატო ფხაკაძის და ავრცელებს.

„ნატო ფხაკაძე ფარცხანაყანევის ერთ ლამაზ და მშრომელი ხალხის ოჯახში დაიბადა. ის ძალიან კარგი მოსწავლე და წარჩინებული სტუდენტი იყო, თავისი შრომით, ბიოგრაფიის ფურცელი საშუალო სკოლის მასწავლებლის წოდებით შეივსო.

დიდი სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობდა სკოლის პედკოლექტივსა თუ მოსწავლეთა შორის. მოგვიანებით შექმნა ოჯახი გოჩა საბანაძესთან, მაგრამ მათ შვილი არ ებოძათ. ნატო რწმენას არ კარგავდა და ყველა ღონეს ხმარობდა რომ დედა გამხდარიყო, თავისი ოცნებისთვის ათენებდა და აღამებდა ეკლესიებში.

სულ მალე ღვთის შეწევნით და გინეკოლოგიური მკურნალობის შედეგად, რამდენიმე უშედეგო ცდის შემდეგ ტყუპ გოგო_ბიჭზე ფეხმძიმე ნატოს სხეულმა ვეღარ შეძლო მშობიარობამდე მისულიყო და გაეჩინა შვილები, სამწუხაროდ 2 სექტემბერს სამშობიარო სახლში დასრულდა მისი სიცოცხლე, მალე მისი უნახავი ქალ-ვაჟიც იმიერში დედას ჩაეხუტნენ.

დღეს ნატოს მეუღლე გოჩა საბანაძე მზადაა და აიყვანა სუროგატი დედა, რომელსაც ნატოს ერთადერთი ცოცხლად შენახული კვერცხუჯრედი უნდა გადაუნერგონ, რათა დაიბადოს ნატოს შვილი.

მე ელიკო, ნატოს და გთხოვთ უმორჩილესად გაუწიოთ დახმარება, რადგან შესაგროვებელია 15 000 დოლარი შვილის მოსაპოვებლად, რათა ნატოს საფლავი ისევ მისმა შვილმა შეამკოს ყვავილებით, მოგმართავთ ნატოს ნაცნობ-მეგობრებს, თანამშრომლებს, უცხო და ნაცნობ ადამიანებს,ვისაც გული შეგტკივათ ნატოსთვის, დაეხმაროთ ამ მდგომარეობით დამძიმებულ ოჯახს“, - წერს გარდაცვლილის და.