საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით დაწესებული რამდენიმე რეგულაცია უქმდება, მათ შორისაა ღია სივრცეში პირბადის ტარებაც.
ამ გადაწყვეტილებას, ზოგი სიხარულით შეხვდა ზოგმა ჯერ არ იცის რა ქნას ატაროს თუა რა ნიღაბი. საკუატარი მოსაზრება საჯარო სივრცეში ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემაც დააფიქსირა. მისი თქმით, პირველ ეტაპზე ის ნიღაბს ატარებს.
„ვაშა ამ დიად მომენტს, პომადის მზე რომ ისევ აენთო, აცურდა ცის კაბადონზე ფრენდნო, მაგრამ ისე მივეჩვიე უცხვირ-პირობას და ისე ვგავარ ინდოელი მაჰარაჯას ქალიშვილს, რომ ინდური შტამი სანამ ბობოქრობს, თავისიანად რომ არ შემიცნოს და გადამკოცნოს, მხოლოდ დროდადრო ჩასუნთქვის პრივილეგიით ვაპირებ სარგებლობას“.