საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის ინდური შტამის შესახებ წერს.
„ჩემი პატარა საიდუმლო გაგიმხილეთ“ - გიორგი ფხაკაძე
„დელტა ვარიანტი ანუ „ინდური“ ვარიანტი კორონა ვირუსის არის ძალიან საშიში მოვლენა..
1 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა მარტო ინდოეთში კორონა ვირუსისგან. დამოუკიდებელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ციფრი 3 მილიონს აჭარბებს.
ინდური ვარიანტი არის ძალიან გადამდები და ერთ კვირაში ისეთი რამ ქნა, რაც წინა ვარიანტებმა თვეების მანძილზე ვერ ქნეს. ახალი ინფიცირების მაჩვენებლები სხვადასხვა კონტინენტზე სხვადასხვაა, მაგრამ ერთი რამ ნათელია - ინდური ვარიანტი დაიპყრობს მსოფლიოს სექტემბერ-ოქტომბრამდე და რატომ?! მარტი ბრიტანეთში ყველა ახალი ინფიცირებული შემთხვევის 96% ინდური ვარიანტია, ამერიკაში -10%, საფრანგეთში - 4% ....
„სამწუხაროდ, ვერ არის საქმე კარგად“ - გიორგი ფხაკაძე ახალ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოში არ არის არანაირი დაცვის საშუალება, რომ შევაჩეროთ ამ ვირუსის გავრცელება. პირიქით, ყველა პირობაა, რომ გავრცელდეს ძალიან სწრაფად.....
რა ვქნათ ?!
სამედიცინო პირბადე
ორმეტრიანი დისტანცია
„ფაიზერი“, რატომ „ფაიზერი“ და იმიტომ .... 86%-იტ იცავს ინდური ვარიანტისგან, გასაგებია?! ....
„გასწავლით ეშმაკობას... ძალიან უცნაურად ვარ, ხელი მტკივა, ეს არის და ეს“ - გიორგი ფხაკაძე
დანარჩენ ვაქცინებზე არც ვაპირებ საუბარს... დავიღალე იმის მტკიცებით, რომ თეთრი ფერი თეთრია და შავი ფერი - შავი...
არ დაიღალეთ ამდენი უაზრო ტყუილის მოსმენით ?!
მე დავიღალე, ოღონდ მართლა.
ჯანმრთელობას გისურვებთ“,- წერს ფხაკაძე.