Digest Logo

„ინიექციას სულთან კავშირი არ აქვს - როგორც ადრე მწამდა ღმერთის ვაქცინის შემდეგაც იგივენაირად მწამს“

1630146622
კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი

კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს ვაქცინაციისკენ და აცხადებს, რომ სულს სისხლში შეყვანილი პრეპარატი არც არგებს და არც ავნებს. მისი აზრით, სულის მკურნალობა და გადარჩენა ბევრად რთული საქმეა, ვიდრე სხეულში ვაქცინის შეყვანა.

„როგორც ადრე მწამდა ღმერთის ვაქცინის შემდეგაც იგივენაირად მწამს. ინიექციას სულთან კავშირი არ აქვს.
სულის მკურნალობა და გადარჩენა ბევრად რთული საქმეა ვიდრე სხეულში ვაქცინის შეყვანა.

ადამიანს ისეთი მჟავა შეუძლია პირიდან ამოუშვას და ადამიანი სიტყვით მოკლას, ვაქცინა ამასთან რა მოსატანია.
კოვიდი რომ დაიწყო ვოცნებობდით ნეტა გამოიგონონ და გადავრჩეთო, ახლა არ ვიცით რა ვაქცინააო და ამას დამატებული კიდევ მარაზმში გადასული „აცრილები და აუცრელების“ ომი დაერთო ამ თემას. თითქოს კოვიდით გამოწვეული ამხელა ლეტალობა ასეთ პატარა ქვეყანაში არ იყოს საკმარისი!!
მე ვერავის მოვუწოდებ ყველას თავისი სიცოცხლე აბარია (ამ შემთხვევაში სხვისიც მაგრამ ნუუუ…
უბრალოდ ერთ სევდიან ანეკდოტივით რაღაცას მოგიყვებით:

კაცი იხრჩობა ჩამოივლის ნავი და ამოდიო ეუბნება

- არა ღმერთი გადამარჩენსო

ორჯერ კიდევ გამოივლის ეს ნავი და იგივე პასუხით გაისტუმრებს ეს კაცი
ბოლობოლო დაიხრჩობა და საიქიოში ღმერთს ეკითხება

- მე ხომ შენი ასე მწამდა რატომ არ გადამარჩინეო.

- სამჯერ ნავი გამოგიგზავნე და მეტი რანაირად უნდა გადამერჩინეო.

- მე მარტივად გადავიტან ყველას ასე გვგონია ( მე საერთოდ არ მხვდება თუ ეგრეა მაშინ მაგრამ ამით ვერ ვარ წელგამართული როდის მომაკითხავს არ ვიცი ხო და ავიცერი და იმედს პროცენტულობა გავზარდე )

ცუდი ისაა რომ ერთხელ მარტივად გადაიტან,მეორედაც მოდის მესამედაც და არ ჩერდება არაა! და რა დროს როგორ გადაიტან ეგ არავინ აღარ იცის !!!

ვინც აქ შემოხტომას და სისულელეების წერას აპირებს ვბლოკავ იმ წამსვე აღარ მაქვს ჭორაობის და მეზობლის დის ქმრის ბიძაშვილს რომ დაემართა მაგის სმენის ნერვებიიი !

ჯანმრთელობას და ამ კოშმარის მალე დასრულებას გისურვებთ“, - წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ნუ ვიქნებით ასეთი გამოციებული ეგოისტები, რა დროს პირადი სიამოვნებებით ტკბობაა“

„ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იხსნის ჩვენს სულებს სიკვდილისგან“ - საკვირაო ქადაგება

კორონავირუსმა ბათუმში დედა-შვილი იმსხვერპლა