თბილისის ინფექციური კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, გიორგი ბერიძემ კორონავირუსი დაამარცხა. ამის შესახებ ბერიძემ ინფორმაცია „ფეისბუკის“ პირად გვერდზე გაავრცელა.
გიორგი მის მხარდამჭერებს გულშემატკივრობისთვის მადლობას უხდის. მოქალაქეებს კი სიფრთხილისა და რეკომენდაციების დაცვას ურჩევს.
„მე კორონავირუსი დავამარცხე!
დღეს უკვე სამსახურში და ისევ ჩვეულ რეჟიმში ვარ! დამიტოვა სისუსტე, ყნოსვის და გემოს დაკარგვა, თუმცა როგორც ჩემი ექიმები მაიმედებენ, ყველაფერი დროთა განმავლობაში მოწესრიგდება! მადლობა თითოეულ თქვენგანს: ექიმებს, თანამშრომლებს, რეალურ და ფეისბუქ მეგობრებს!... თანადგომა და მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, ხოლო სიკეთე (კორონაც) გადამდებია... იყავით ფრთხილად! დაიცავით დისტანცია, ხშირად დაიბანეთ ხელები და ნიღაბის გარეშე არცერთი ნაბიჯი გადადგათ“, - წერს გიორგი ბერიძე.