მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ დამფუძნებელი ბექა წიქარიშვილი რიონის ხეობიდან „ენკას“ გასვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება და იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებიც ჰესის მშენებლობის შეჩერებას განიცდიან.
წიქარიშვილი იმედოვნებს რომ აღნიშნული პრეცედენტი მომავალში ჩვენს ქვეყანას დაიცავს, რომ დიდი ფულის საჯიჯგნ კოლონიად არ გადაიქცეს და ქართველები იაფ მუშად არ აქციონ.
„ინვესტიციას გატირულებო, დამშვიდდით, უმჯობესია იმაზე იზრუნოთ, ჯარიმა მათ გადაიხადონ, ვინც ხელშეკრულებას ხელი მოაწერა და არა ხალხმა, ვისთვისაც არაფერი უკითხავთ.
ვულოცავ მთელ ქვეყანას „ენკას“ გასვლას, დაე ეს ამბავი ყოფილიყოს განვითარების იმ მავნებლური პარადიგმის დასასრულის დასაწყისი, რომელმაც საქართველო დიდი ფულის საჯიჯგნ კოლონიად, ხოლო ხალხი იაფ მუშად აქცია,“ - წერს წიქარიშვილი.