Digest Logo

„ის არის უზარმაზარი იმედი ქვეყნისა და მოსახლეობის"- რას წერს თიკა ფაცაცია ლევან რატიანზე

1626429653
თიკა ფაცაცია და ლევან რატიანი

მომღერალი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია სოციალურ ქსელში პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორზე საჯაროდ წერს. თიკა პოსტს ლევან რატიანთან გადაღებულ ფოტოსაც ურთავს თან. 

„ამ ფოტოს ვინახავდი გასაზიარებლად სწორ დროს. დიდი ბედნიერებაა ცხოვრებაში შეხვდე ადამიანს, რომელიც ისეთი ერთგულია საკუთარი პროფესიის, ისეთი თავდადებულია საკუთარი საქმის, ისეთი თავდადებულია საკუთარი პაციენტებისთვის. აირჩია ყველაზე რთული მიმართულება მედიცინაში, ყველაზე მეტად საპასუხისმგებლო და დღეს, როცა მსოფლიოს ასეთი გამოწვევა აქვს, არის უზარმაზარი იმედი ქვეყნის და მოსახლეობის. პროფესიული მუდმივი განვითარება და წინსვლაა მისი ამოსავალი წერტილი და არის უანგარობის, პატიოსნების, პატრიოტობის მაგალითი. საკმარისად კარგად გავიცანი და ვიცი რასაც ვამბობ. მინდა ვუსურვო ყველაფერი კარგი და ვუხდი უდიდეს მადლობას მას და მის ექიმების სასწაულ გუნდს. ეს გახლავთ ჩემი, თქვენი, ჩვენი საყვარელი ლევან რატიანი ", - წერს თიკა ფაცაცია სოციალურ ქსელში.

✅ასევე დაგაინტერესებთ:

„როდესაც მედია ჩვენთან ხეობაში ჩამოდიოდა, ადამიანებს მათთან ჰქონდათ სერიოზული პრობლემები"- ვარლამ გოლეთიანი

„ხომ დაგანახვეთ, რომელი ვაქცინა უნდა მოსახლეობას...ახლა მიხედეთ საქმეს" - თიკა ფაცაცია

„როცა დავინახე, რომ იარაღს მიმიზნებდნენ, ტყეში გავიქეცი... შემდეგ სროლა დამიწყეს"- ზაზა გახელაძე