Digest Logo

„ის საშინელი განგაშის ხმა უნდა მოისმინოს ყველამ ფილტვების ვინტილიაციის აპარატი რომ რთავს პრობლემის დროს!“

1628056743
თორნიკე ჯგერენაია

სტიგმატი თორნიკე ჯგერენაია კორონავირუსით იყო ინფიცირებული. მან ვირუსი დაამარცხა და ახლა პოსტ-კოვიდურ მკურნალობას სახლში გადის. ჯგერენაია აცხადებს რომ საზოგადოების უმრავლესობა ინფექციის საშიშროებას რეალურად ვერ აფასებს. მისი აზრთ საჭიროა გაშუქდეს ის სირთულეები, რასაც პაციენტი მკურნალობის პროცესში გადის. 

„ეს მე ვარ რამდენიმე კვირის უკან კოვიდ 19_ ის დიაგნოზით და ეს კადრი შეიძლება უკანასკნელი ყოფილიყო! ხო იმიტომ რომ არავინ!არავინ იცის წინასწარ რას იზამს „კოვიდ 19“ რამდენიმე საათში! დღეში! ან წუთში'ც... დღეს ყველაფერი რიგზეა! მაგრამ ყველა_ფერი რიგზეა?

სულ ვბრაზდები... დღესაც გაბრაზებული ვარ... თუმცა ტყუილად! მოკლედ ადამიანების უმრავლესობა აცდენილია რეალობას! ამიტომ მათზე არ უნდა გაბრაზდე! რეალობა უნდა დაანახვო! პირისპირ! გაშიშვლებული! შემსუბუქების გარეშე! მე არ მომწონს არც ეპიდემიოლოგების და არც ტელევიზიების პოლიტიკა...

ჰო უნდა იყოს ნაჩვენები როგორ ემშვიდობებიან სამუდამოდ თავიანთ ახლობელს ადამიანები და მიწას აბარებენ ისე რომ სასახლის გახსნაც არ შეუძლიათ!

როგორ გადადის 'უბრალო გაციების' სიმპტომები 41 გრადუს სიცხეში და სახსრების ტკივილში რომელიც ადგილზე გახტუნავებს და სასოწარკვეთილი ექიმები როცა ამ სიცხეს ვერ გიწევენ!

ის საშინელი განგაშის ხმა უნდა მოისმინოს ყველამ ფილტვების ვინტილიაციის აპარატი რომ რთავს პრობლემის დროს!

უნდა მოისმინოს ხმა იმ „ხველის“ კოვიდმა რომ იცის! და დაინახოს პაციენტის ის თვალები რომელსაც ჰგონია რომ ვეღარ ამოისუნთქავს!

უნდა ნახონ პაციენტები რომელიც უკვე ბრძოლისგან გამოფიტულები სიკვდილს ნატრობენ! და ყველამ უნდა ნახოს ექიმებს და ექთნებს რად უჯდებათ მათი ნუგეში რომ იმედი არ დაეკარგოთ!!!

ჰო ვიცი რომ მარტო ეს არ არის გარშემო და ძალიან ბევრი გამოჯანმრთელებულია, ესეც უნდა აჩვენონ რომ ადამიანებმა ვისაც კოვიდი არ შეხებია იცოდნენ რა ნერვების ომად ჯდება ის გამოჯანმრთელება! 14 დღე რომელიც 140 საუკუნესავით იწელება!

სიმართლისგან გაქცევაა რასაც ჩვენ ვაკეთებთ! და ეს სიმართლისაგან გაქცევის შედეგია ვიღაცა პირბადეს რომ იხსნის და ვარდისფერ სათვალეს იკეთებს!

ნუ გაიკეთებთ ვარდისფერ სათვალეს რომ ყველაფერი კარგად იყოს!

გააკეთეთ ყველაფერი იმისთვის რომ ვარდისფერი სათვალის გარეშე იყოს ყველა_ფერი კარგად!
იმ იზოლქციის მიღმა სადაც პაციენტები არიან როგორ წესი ყველგან კარია შუშით! ჰო და იმ შუშის მიღმა როცა იქ წევხარ შენთვის 'სიცოცხლეა' ჰო და ყველამ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ ეს სიცოცხლე გადარჩეს!
გარდაცვლილს რომ გავიგებთ მათი ასაკი კი არ უნდა ვიკითხოთ! იმაზე უნდა დავფიქრდეთ რას ვშვებით რომ გვამები არ ვითვალოთ...

ზემოთ ჩამოთვლის თუ აჩვენებთ! პირისპირ დატოვებთ რამდენიმე წუთი! ბევრი გაათვიცნობიერებს და აღარ იქნება ამდენი ადამიანი პირბადის გარეშე! აღარ იქნება ამდენი ანტივაქსერი! და აღარ იქნება ამდენი 'ის' ვისაც არ სჯერა რომ კორონა აქ არის! აქ და ახლა!

პ.ს რადგან ზოგში დაბნეულობა გამოიწვია იმიტომ რომ ყურადღებით არ წაიკითხეს აქვე განვმარტავ, როგორც ვიწყებ პოსტს რამდენიმე კვირის უკან... დღეს უკვე კარგად ვარ, სახლში ვარ და გავდივარ პოსტ-კოვიდ მკურნალობას. მადლობა კეთილი სურვილებისთვის“

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„დავიჯერო, ზუსტად არ იცით რამ მოკლა? ეცოტავება დღეში 30 კუბო...“ - რას წერს პატარაია?

„შურდათ ასეთ კაცს რომ ვუყვარდი... 17 წელი იყო სხვაობა... არ იყო გაყინულ-გაშეშებულ სახიანი, ღიპიანი...“ - ქეთათოს ამბავი სიყვარულისა

„ეკრანმა ბავშვს უცხოენოვანი გამოთქმები, ციფრები, ასოები ასწავლა, ეს არის რისკის შემცველი,“ - თამარ ედიბერიძე