„თავისუფალ თეატრმა“ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა სადაც ვკითხულობთ, რომ მხოლოდ კოვიდ პასპორტის მქონე მაყურებლისათვის სპექტაკლი პირველად გაიმართა, რასაც საზოგადოების მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულება მოჰყვა.
„თავისუფალ თეატრში“ 1 დეკემბერს პირველად ვითამაშეთ კოვიდ პასპორტების მქონე მაყურებლისათვის. როგორც ყოველთვის ანშლაგი გვაქვს. მაყურებელი მოვიდა მომზადებული აპლიკაციებით და სათანადო დოკუმენტებით. არანაირი ინციდენტი, არანაირი გაუგებრობა. მადლობა ჩვენს მაყურებელს!“, - წერს თავისუფალი თეატრი.
სოციალური ქსელის მომხმარებლები ამ განცხადებას აფასებენ და კომენტარებში უარყოფით შეფასებებს წერენ.
„თეატრშიც, კინოშიც, ტელევიზიაშიც და რესტორნებშიც ე.წ ელიტა დაბრძანდება და მაგათ სჭირდებით და იცრებიან, მეც აცრილები მყავს ოჯახში მოსთხოვეს და იცრებიან, თუ არადა უწევთ ხალხს სამსახურის დატოვება და შიმშილით სიკვდილი. ჩვეულებრივი მოკვდავები იმას ფიქრობენ ბავშვი რით გაახარონ და თეატრის და კინოში სიარულის სიამოვნებას ვერც აძლევენ თავს. ასეთ ხალხს თავისი გაჭირვებაც ეყოფა და კიდე კოვიდპასპორტიანებისგან გამოყოფა „მაზოლზე“ ფეხის დაჭერაა, ასე საჯარო მადლობა აცრილებს და აუცრელების გამოყოფა არაა ლამაზი“.
„რა გეამაყებათ საზოგადოების დაყოფა?“.
„სამწუხაროა რომ მარტო მწვანე პასპორტიანებისთვის დგამთ“.
„ჩემი სახით მინუს ერთი მაყურებელი(( ნახვამდის ჩემო თეატრო მე მაინც მიყვარხართ ანშლაგი არ მოგიშალოთ ღმერთმა“.
„სამწუხაროა, ჩვენმა მთავრობამ რომ დაგვყო და ბატონობს ჩვენზე“.
„ისე კარგი სპექტაკლი დადგით, რა სათაურით, დაახვიეთ აუცრელებო, მეცოდებით“, - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„შეუძლებელია მორალურად და ფიზიკურად გაუძლო იმას რაც ჩემს თავს ხდება“ - რას წერს ნანა გეგეჭკორი
🔵როგორი იქნება 2022 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - დეტალური პროგნოზი