Digest Logo

„შეუძლებელია მორალურად და ფიზიკურად გაუძლო იმას რაც ჩემს თავს ხდება“ - რას წერს ნანა გეგეჭკორი

1638423851
ნანა გეგეჭკორი

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში წერს, რომ მასთან მისული წერილებისთვის პასუხის გაცემა რთულია, რადგან ყოველდღიურად ათობით შეტყობინებას იღებს. მისი განცხადებით, ანტივაქსერული კამპანია მსოფლიოში და საქართველოსიც საკმაოდ მომძლავრებულია.

„შეუძლებელია მორალურად და ფიზიკურად გაუძლო იმას რაც ჩემს თავს ხდება.

ვისაც დროზე ვერ გპასუხობთ, წარმოიდგინეთ, რამდენად რეალურია ათეულობით და ზოგჯერ ასეულობითაც წერილზე რეაგირება ყოველ დღე... დღემდე უპასუხოდ არავინ დამიტოვებია, ვისმა ხმამაც მოაღწია ჩემამდე, მაგრამ არარეალურია ყველას იმ ხარისხის დახმარება გავუწიო რაც საჭიროა სიცოცხლის გადასარჩენად.ძალიან გთხოვთ, არ დატოვოთ თავი დაუცველი, მართლა სერიოზული პრობლემის წინაშე. ვინც თქვენ კონსპირაციის თეორიებით და არამეცნიერული რეცეპტებით გკვებავთ იმათ სულ სხვა ხარისხის სამედიცინო სერვისებზე მიუწვდებათ ხელი. თქვენს ანტივაქსერ ინფლუენსერებს თქვენსავით ოკეანის გაღმა არ უწევთ დახმარების თხოვნა. ისინი მშვიდად არ იცრებიან, რადგან თქვენსავით ყოველ დღე ტრანსპორტით კი არ მგზავრობენ, ქუჩაში არ არიან გავარდნილები სარჩოს საძიებლად, არამედ თბილ, გასტერილებულ სამუშაო ოთახებსა და პერსონალურ სატრანსპორტო საშუალებებში სტერილურად ცხოვრობენ პარალელურ სამყაროში. რომც შეეყაროთ კოვიდი მსოფლიოს საუკეთესო ექიმებს დაიხვევენ თავზე და სპეცრეისებით გადაფრინდებიან გერმანულ თუ ამერიკულ კლინიკებში. მათი და თქვენი სასტარტო პირობები ამ ბრძოლაში ერთნაირი არაა და ნუ აბრიყვებინებთ თავს...აიცერით!მილიარდობით ადამიანია აცრილი და ყველა კვლევა აჩვენებს, რომ აცრა კოვიდით სიკვდილისგან იცავს. დიახ, ვაქცინაციას ახლავს რისკებიც და გვერდითი ეფექტებიც, მაგრამ ისინი ბევრად, ბევრად უსაფრთხოა ვიდრე კოვიდით ავადობა. სწორი დაგეგმარების შემთხვევაში, ყველა გვერდითი ეფექტი ადვილად სამართავია.ატარეთ პირბადე ცხვირ-პირზე!

ყველა კვლევა აჩვენებს, რომ სწორად მორგებული პირბადე დიდწილად იცავს ინფიცირებისგან. ნიკაპზე მორგებული პირბადე მხოლოდ დაბალი კულტურის და დაბალი ინტელექტის მაჩვენებელია, ის არაფრისგან არ გიცავთ.

დაიცავით დისტანცია!

დავასრულოთ როგორღაც ეს სიკვდილის მარათონი და ქორწილებსაც მოასწრებთ და ხვევნა-კოცნასაც. ადამიანების სიცოცხლე ღირს ხშირად ეს გაუთავებელი ტაშ-ფანდური.

დაიცავით ჰიგიენა!

ნუთუ მართლა ასე რთულია ამ პუნქტის დაცვა...

ნუ გახდებით არაპროფესიონალი, უსინდისო ადამიანების მსხვერპლი.

ენდეთ პროფესიონალ ექიმებს და მეცნიერებას. ვაქცინაციაა არც მღვდლის პროფესიული სფეროა და არც მომღერლის, დიასახლისის, ფიტნესს ინსტრუქტორის, პრემიერმინისტრის, მსახიობის, მემანქანის, მეწაღის, ბიზნესმენის და ა. შ. ექიმები, ბიოლოგები, ეპიდემიოლოგები სწავლობენ წლობით, იმისთვის, რომ ვაქცინაციის თაობაზე კვალიფიციური რჩევის გაცემა შეძლონ. დიახ, წლობით სწავლაა ამისთვის საჭირო. ბრილიანტის საყურეების ჩამოკონწიალებით ან რესტორანში თუ კარნეგი ჰოლში სიმღერით არ მოდის ეს ცოდნა. გთხოვთ, ანდეთ თავი მეცნიერებას და გადარჩით", - წერს ნანა გეგეჭკორი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„20 ლარს მოგცემთ და წადით სახლში, ცივა, ცოდოა ბავშვი... ჯიბიდან ფული ამოიღო და მიაწოდა“ - რა მოხდა ბელინსკის ქუჩაზე

🔵როგორი იქნება 2022 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - დეტალური პროგნოზი

🔵რა სერიოზული ცვლილებების წინაშე აღმოვჩნდებით დეკემბრის თვეში და რატომ იქნებ ის საკმაოდ რთულად გასავლელი პერიოდი