პარტია „ქართული ოცნების“ წევრი დიმიტრი სამხარაძე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნებას სოციალური ქსელით ეხმაურება.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი თუ ქვეყანაში დაბრუნებას გაბედავს, მეგის ქარდავას ბედს გაიზიარებს.
„ჯერ რისი ჩამომსვლელია ეგ ქალოია და თუ მართლა მასეთ პანიკაშია მისი პარტია და გარისკა ჩამოსვლა, გავაცნოთ საკანში მეგისა, არ იცნობს, უხერხულია ბიჭოოო რა წარმოდგენა აქვს ამ ტვინგამორეცხილს ხალხზე...“, - წერს დიმიტრი სამხარაძე.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში 2 ოქტომბერს დაბრუნდება.