ჟურნალისტი, ეკა კვესიტაძე ასოცირებული პროფესორის, ბექა კობახიძის მიერ 2019 წელს დაწერილ სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ აუცილებელია ის და მისი მსგავსი პასუხისმგებლობიანი პროფესიონალები საზოგადოებამ გაიცნოს, რადგან არ მოხდეს ქვეყნის ისტორიის დამახინჯება.
„იცით რისი თქმა მინდა, ყველა სფეროში რომ იყოს ისეთი პროფესიონალი, რაც მთავარია, სამოქალაქო პოზიციის და გამბედაობის მქონე ადამიანი, როგორც ბექა კობახიძეა, ასეთი სამარცხვინო სიტუაცია არ გვექნებოდა ყველა მიმართულებით.
განსაკუთრებით ეს ისტორიას ეხება, რადგან ის პრობლემები რაც დღეს გვაქვს, დიდწილად კალანდიასნაირი შარლატანების მიერ შექმნილი მითების დამსახურებაა. ამიტომ ვხედავთ ბექას ძალიან მნიშვნელოვან როლს ამ ქვეყანაში - დავით გარეჯი გაყიდეს ისტერიაზე დაწერილი მისი დეტალური კვლევა რად ღირს მარტო. დიდი იმედი მაქვს, ჩვენ ერთად შევძლებთ ნამდვილი ისტორიკოსები გავაცნოთ ყველას - ისტორიკოსები და არა შარლატანები, ეს აუცილებლად გამოგვივა, რადგან არ იცით რამდენი კარგი ახალგაზრდა მეცნიერი გვყავს!“ - წერს ეკა კვესიტაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
4 ნიშანი რომელზეც სავსემთვარეობა იმოქმედებს