მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი ინსტაგრამზე ვრცელ პოსტს ავრცელებს და ქალებს მიმართავს.
მისი თქმით, ქართველ გოგოს სილამაზე, ჭკუა და ეშხი აქვს, მაგრამ ისინი მამაკაცის გამო ხშირად დედაკაცებად გადაიქცევიან.
„ცუდი ფოტოა, არც მე მომწონს პირი მაქვს დაღებული ბაყაყივით. მაგრამ უძალიანასედ დაღლილზე მომინდა ეს მეთქვა ჩემი მკითხველებისთვის მნიშვნელოვანია!!!
ტიკ ტოკი მაჩვენებს იმ კონტენტს სადაც ვარ, ბოლო თვეები ამერიკაში რომ ვიყავი სულ იქაურებს მაჩვენებდა ახლა ვიძინებ და ვსქროლავ და სულ ქართველები არიან… კიდევ ერთხელ დავრწმუბდი რომ ქართველი ქალები არიან ყველაზე გემოვნებიანები, ეშხიანები და ლამაზები. აი შეიძლება ეტყობოდეს გოგოს რომ გაჭირვებული ოჯახიდან არის, მაგრამ მაინც ჯობია ნებისმიერ სუპერსთარს საზღვარგარეთ.
არ ვიგონებ და არ გეპირფერებით. ქართველ გოგოს აქვს სილამაზე, ჭკუა და ეშხი.. მერე რატომღაც ეს ლამაზი გოგოები გადაიქცევიან ხოლმე დედაკაცებათ, ხშირად მამაკაცის გამო, თხოვდები და გხვდება არასწორი პიროვნება, რომელიც იმის ნაცვლად გაგზარდოს, გზღუდავს…
მოკლედ ესპოსტი შემხვდა ფეისბუკზე და იყო მიძღვნილი მამრებისთვის, მე კი ვფიქრობ გოგოებო თქვენ უნდა წაიკითხოთ და არასროს დაიჭიროთ საქმე იმასთან ვისაც ეს მარტივი პრინციპები გააზრებული არ აქვს.
ამონარიდი ფეისბუკიდან👇🏼👇🏼👇🏼
საზეპირო მამაკაცებისთვის ❗️👇🏻
„თუ ირჩევთ ქალს რომელიც მუშაობს, უნდა შეეგუოთ იმ ფაქტს, რომ ის სახლის საქმეებს ვერ გაუმკლავდება.
* თუ თქვენ შეარჩიეთ დიასახლისი, რომელსაც შეუძლია თქვენზე ზრუნვა და სრულად გადაიბაროს სახლის მართვა, უნდა აღიაროთ, რომ ის არ გამოიმუშავებს თანხებს.
*თუ მორჩილი ქალი აირჩიეთ, უნდა მიიღოთ ის ფაქტი, რომ იქნება თქვენზე დამოკიდებული და უნდა უზრუნველყოფო მისი ცხოვრება სათანადოდ.
* თუ გადაწყვეტთ ძლიერ ქალთან ყოფნას, უნდა აღიაროთ, რომ ის მკაცრია და თავისი აზრი აქვს.
* თუ ლამაზი ქალი აირჩიეთ, მოგიწევთ აიტანოთ მასთან დაკავშირებული დიდი ხარჯები.
* თუ გადაწყვეტთ წარმატებულ ქალთან ყოფნას, უნდა გესმოდეთ, რომ მას აქვს თავისებური ხასიათი და აქვს საკუთარი მიზნები და ამბიციები.
სრულყოფილი არ არსებობს.
თითოეულ მათგანს აქვს თავისი იდუმალება, რომელიც მას ხდის უნიკალურს.
გაჩერდი და იფიქრე “ - ჯეკი კუპერი
გოგოებო!!
არ დაგავიწყდეთ განსაკუთრებულები ხართ, ყოველ დღე გახსოვდეთ ხართ განსაკუთრებულები და ყველაფერი შეგიძლიათ!!! არანაირი არავინ არ ღირს თქვენი თავის ფასად, თუ არ გაფასებთ და არ უყვარხართ როგორიც ხართ ისეთი წავედი დავიძინებ, უბრალოდ მინდოდა ეს მეთქვა, ძილინებისა!“- წერს ნუკი კოშკელიშვილი.
View this post on Instagram
✅აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵VIDEO: „ჩემი ჯადოსნური მორიელების გარემოცვაში ვარ“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ალექსანდრა პაიჭაძე
🔵VIDEO: როგორ ატარებენ თავისუფალ დროს ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა
🔵VIDEO: ვინ არიან ირაკლი მაქაცარიას მშობლები და როგორი სახლი აქვს ტელეწამყვანს
🔵„განცდილი მარცხის“ შემდეგ უფრო მეტს ვცდილობდი - ვინ არიან ირაკლი მაქაცარიას მომავალი სიდედრ-სიმამრი