Digest Logo

„კაცების“ საუბარს შევესწარი... მარცხენა ხელი ლაჯებს შორის ამოისვა, შარვლის უბე ისე გაისწორა, თითქოს, შარვლიდან რამე უვარდებოდა - თამო კეშელავა

1640078879
თამო კეშელავა

ჟურნალისტი თამო კეშელავა, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელი და საინტერესო პოსტებით გამოირჩევა, კიდევ ერთ ემოციურ პოსტს აქვეყნებს. ეს ამბავი თავს მაშინ გადახდა, როცა ქუჩაში უცნობი კაცების საუბარს მოჰკრა ყური.

„კაცების“ საუბარს შევესწარი:

- ქალმა გამაჩერაო, ბავშვი ახლდა თან, ფული არ ჰქონდა, მარტო 5 ლარი ჰქონდა, თურმე ოთხმა ტაქსიმ არ წაიყვანა, მე წავიყვანე, სადაც მიდიოდა, ბავშვი დატოვა და დაველოდე, უკან წამოვიყვანეო... ასე როგორ შეიძლება, წვიმაში ბავშვიანი ქალი ქუჩაში დატოვოო, იქნება ახლა არა აქვს ფული და მერე ჰქონდეს, ვინ იცის, იქნება მერე როგორ გცეს პატივი... თან, გულწრფელობა ხომ უნდა დააფასო, ადამიანი რომ წინასწარ გეუბნება, რომ ფული არა აქვსო და ის ანდაზაც თქვა, ქვაზე დადე და წინ დაგხვდებაო...

- აბაო, იმ მეორემაც...

- მივიყვანე მისამართზე, დამიყარა 5 ლარი, მაგრამ მე დაველოდე, უკან წამოვიყვანე, გზაში ბევრი ვილაპარაკეთ და მაგარი ჯიგარი აღმოჩნდა, მართალია მე ოჯახი მყავს და მასაც შვილი ჰყავს, მაგრამ იმავე დღეს მოვგვარდით, იმავე დღეს დავლაგდით, ხომ ხვდებიო?

- კი, ვხვდებიო, იმ მეორემ და ეშმაკურად ჩაიცინა, მერე მარცხენა ხელი ლაჯებს შორის ამოისვა, შარვლის უბე ისე გაისწორა, თითქოს, შარვლიდან რამე უვარდებოდა...
გამოვიქეცი, არ მინდოდა მომესმინა, მერე იმ კაცმა იმ საწყალ, უფულო ქალს როგორ უყიდა ფენოვანი ხაჭაპური და გაზირებული წვენი, სექსის სანაცვლოდ და როგორი კეთილია...

არაფერი აქვს საერთო მშიერი და საწყალი ადამიანის სხეულის გამოყენებას ორი ლუკმა საჭმლის და 2 ლარის სანაცვლოდ სიკეთესთან, არც კაცობასთან... არ მინდოდა და ბოლო წინადადება მაინც გავიგონე, ამბობდა, გუშინ ევროპაში გავაცილე, სამუშაოდ წავიდა და ისევ მწერსო...

მერე იტყოდა, ალბათ, ფულს გამომიგზავნის და აი, ის 5 ლარი გამიასმაგდებაო, ქვაზე დამხვდებაო...

კაცობას ვეღარ გასწავლით, ვიცი, მაგრამ უბედური ადამიანის დახმარება რაღაცის სანაცვლოდ, არაკაცურია.

გაჭირვებული ადამიანის დაპურება რაღაცის სანაცვლოდ - არაკაცურია და ქვაზე დაგხვდებათ კი არა, უკან იყურეთ, ყოველთვის უკან იყურეთ, ეგ ქვა ზურგში წამოგეწევათ...

და ის ქალი, იმ საღამოსავით, როცა ბოლო 5 ლარი მისცა ამ არსებას და ბავშვი სადღაც დატოვა, რომ მეორე დღის პურის ფულის საშოვნელად წასულიყო, ახლაც სადღაც დატოვებდა შვილს და ისე წავიდოდა ემიგრაციაში... იტირებს იქ, მოენატრება, მერე უპოვნელი ქალური ბედნიერების კომპენსირებისთვის ამ „საშინლად კეთილ" კაცსაც მისწერს ხოლმე, ის დღეც გაახსენდება, როცა 5 ლარად „იმხელა" გზაზე გაიყვანა და „ბულკი“ უყიდა, მერე აეროპორტამდეც უფასოდ გაიყვანა და ცრუ მადლიერება დარევს ხელს, რადგან, არ იცის ნამდვილი სიკეთის ფასი, როგორც ჩანს, არც ნამდვილი მამაკაცი შეხვედრია, როგორც ჩანს...

არ ვიცი ვინ ვიტირო, რომელი ერთი... ან იმ არსების ცხოვრება რაღაა, თავი რომ კაცი ჰგონია, ან ეს „კაცი" რას ასწავლის შვილებს, რას ეტყვის, რა არის სიკეთე და კაცობაო, ან იმ ქალს ვინღა გააბედნიერებს, მიხვდება კი, როგორია ბედნიერება და რა ფერია სიკეთე და ან იმ ბავშვს ვინ, როგორ გაზრდის, ხალხო?“, - წერს თამო კეშელავა.

ასევე დაგაინტერესებთ👇

VIDEO: ბადრი შუბლაძე და მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

„ქუსლებიდან ჩამოდით” - ალექსანდრა პაიჭაძემ ფეხი მოიტეხა (ფოტო)

VIDEO: როგორ უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ ცოტას იკვებებით, მაგრამ წონაში მაინც იმატებთ? - გიორგი ღოღობერიძის რჩევები

„ავრორამ“ კი არა, კოვიდმა გაისროლა საქართველოსთვის“ - ზაზა წერეთელი

„მე, რომელიც 18 წლიდან ვმუშაობ, უარს არ ვამბობ არანაირ სამუშაოზე და 2021 წელს ვერ ვყიდულობ მსხალს... “ - დავით ლოგუა