Digest Logo

„36 წლის გოგოა, 4 წლის შვილი ჰყავს და სატაქსაოდ დღეში რამდენჯერმე გამოდის, რადგან დიდი ხნით ვერ ტოვებს შვილს" - თამო კეშელავა

1639222142
თამო კეშელავა

ჟურნალისტი თამო კეშელავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც 36 წლის ქალზე წერს, რომელსაც 4 შვილი ჰყავს და სატაქსაოდ დღეში რამდენიმეჯერ გადის, რადგან ბავშვებს დიდი ხნით მარტო ვერ ტოვებს.

„36 წლის გოგოა, 4 წლის შვილი ჰყავს და სატაქსაოდ დღეში რამდენჯერმე გამოდის, რადგან, დიდი ხნით ვერ ტოვებს შვილს. სატაქსაოდ რომ გამოდის, ბავშვი დედასთან მიჰყავს, იქ ტოვებს, მერე მიდის და უკან მოჰყავს სახლში, სულ გზაშია, თითქმის მანქანაში ცხოვრობს.

ევროპაში ისწავლა საერთაშორისო ურთიერთობები, დაბრუნდა ქვეყანაში, დაიწყო მუშაობა საგარეო საქმეთა სამინისტროში, მალევე გაუშვეს ერთწლიანი პროგრამით უცხოეთში სწავლება-სტაჟირებაზე, დაბრუნდა 1 წელში, ახალ შეცვლილი დახვდა ხელისუფლება და გამოაგდეს...

ნაცი იქნები შენ, თორემ, საგარეოში ისე როგორ იმუშავებდი და სტაჟირებაზეც ისე ვინ გაგიშვებდაო...
მეგის ქარდავას ყოფილი მოადგილე კი დასვეს ბათუმის მერად, ეს გამოაგდეს...

მურუსიძე და ჩინჩალაძე დააწინაურეს და ეს გოგო გამოაგდეს...

ეტყობა, იმიტომ ვისწავლე ამდენი, იმიტომ დავხარჯე ამდენი დრო, ენერგია და ფინანსები სწავლაში, რომ ჩემი ოცნება ტაქსაობა იყოო - ხუმრობს და ვერც ერთი ვიცინით...

ამ ქვეყანაში მომავალს ვერ ხედავს, მაგრამ წასვლა არ უნდა...

წასვლა არ უნდა, მაგრამ თუ მისი შვილის მომავალიც ვერ დაინახა, ადგება, ხელს მოჰკიდებს და წავა...
წავა და უკან აღარ მოიხედავს!

იმ ქალებზე დარდობს, ვისაც არც მანქანა ჰყავს და არც მართვის მოწმობა აქვს, ისინი ვერც იტაქსავებენო.
იმ დედებზე დარდობს, ვინც ვერ ისწავლა, ვისაც ის 1 წლიანი სტაჟირებაც არ გაუვლია, ქალებზე, რომლებმაც საკუთარი უფლებებიც არ იციან და არ იციან, რა გააკეთონ, რა ისწავლონ, სად იმუშაონ, როგორ გამოკვებონ შვილები.

მათთან შედარებით, მე მანქანის მართვაც რომ ვიცი, ეგაც საქმე ყოფილაო, მითხრა.

გოგოზე დარდობს, რომელსაც 1200 ლარი აქვს ხელფასი და 400 ლარს ბინის ქირას იხდის და 500 ლარს ძიძას უხდის... გოგოზე, რომელსაც სიმსივნიანი დედის გადარჩენა უნდოდა, ბინა ჩადო ბანკში, დაკარგა და პატარა ბავშვით ქუჩაში დარჩა. ფული არ გამოართვა ისე მიიყვანა სამსახურამდე, მაგრამ სხვა დღეებში რას აკეთებს და როგორ ცხოვრობს, მაგაზე ეფიქრება...

როცა იკითხავთ, სად არის ხალხი, რატომ არ გამოდის (როდის დაპატიჟეთ სადმე გასასვლელად, მაგრამ მაინც), აქ არის, აქ, ყოველდღიური პურის მოპოვებისთვის ომში, აქ არიან, ქალაქის და სოფლის ქუჩებში, მარტონი თავიანთ პრობლემებთან“, - წერს თამო კეშელავა.

ასევე დაგაინტერესებთ👇

VIDEO: „საქართველო მომავალში ხდება ნეიტრალური სახელმწიფო, მსგავსი შვეიცარიისა“ - რას წინასწარმეტყველებდა ლელა კაკულია

„როგორ ვნანობ, რომ მეტი არ ვკითხე, მეტი არ მოვაყოლინე, მეტი არ დავაწერინე...“ - რას წერს ლევან ბოკერია ბაბუაზე

„ჩავაცხრობდი მუდმივი აურზაურის ერთ მთავარ წყაროს... ძალიან კოხტა ამბავი იქნებოდა, კარგი მაგალითიც“ - ვის განიხილავს ჯანდაცვის მინისტრად ნათია ფანჯიკიძე

VIDEO: სახლშიც არ „მომასვენა” ჩემმა შვილმა. რაც ჩამოვიდა ყირაზე დაგვაყენა მე და მამამისი” - სოციალურ ქსელში თაკო ჩარკვიანის ვიდეო გავრცელდა

„შეიკრიბა სამეზობლო და ბჭობდნენ, როგორ უნდა ეთქვათ ეს შემზარავი ამბავი... გულში იმას ნატრობდა, ნეტავ სიკვდილი ასცდეს“ - რას წერს პეტრე კოლხი

„6 ემიგრანტი გარდაიცვალა, ოთხი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს“ - რას ჰყვება ქართველი იურისტი