ქეთა თოფურია ვაჟის დედა გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას პროდიუსერი ნატო დუმბაძე ავრცელებს.
„აბა, მოვედი მახარობელი!ბიჭია, ბიჭიიიიიი! ქეთა თოფურიას ბიჭი შეეძინააა!ვულოცავ!“, - წერს ის.
ბავშვის მამა დიპლომატი ლევ დენგოვია.
View this post on Instagram
წყვილმა გასული წლის ნოემბერში იქორწინა. წვეულებას მხოლოდ უახლოესი მეგობრები და ნათესავები ესწრებოდნენ.
სავარუაუდოდ, ქეთა თოფურიას მეჯვარეები მისი მეგობრები ნუცა ბერიძე, მიმი შელია და ელინა ურთაევა იყვნენ.
ქეთა ერთხელ უკვე იყო დაქორწინებული. მას პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ჰყავს.
მომღერალ ქეთა თოფურიასა და ბელარუს ბიზნესმენ, ლევ დენგოვის სასიყვარულო ურთიერთობა მოსკლოვში, დენგოვის დაბადების დღეზე დაიწყო.
ბიზნესმენმა სასტუმრო „Hilton“-ი წვეულების აღსანიშნავად დახურა და მუსიკალური გაფორმებისთვის პოპ-ჯგუფი „A-studio” მიიწვია.
სწორედ აქედან დაიწყო, ქეთა თოფურიასა და ლევის სიყვარულის ისტორია.
ყველაფერი სტანდარტულად დაიწყო, როგორც ყველასთან ხდება ხოლმე...
ჯერ მიმოწერები და შეხვედრები, მალევე ზღვისპირა სანაპიროებზე დასვენება და 2020 წლის დასაწყისში უკვე საერთო შვილის მოლოდინი...
წლის ბოლოს, ნოემბრის თვეში ლევმა მომავალი შვილის დედას ხელი სთხოვა ვიწრო წრეში გამართულ ვახშამზე.
როგორც ცნობილია, დენგოვს ქეთამდე 2 ცოლი ჰყავდა...
2013 წელს პირველ მეუღლეს გაეყარა, რომელთან ერთად ბიჭს, ლეონიდს ზრდის...
მეორე მეუღლე კი მოდური წვეულებების მოყვარული - ირინა რაკი იყო. მათი ურთიერთობა ტრაგიკულად დასრულდა:
2015 წელს შეეძინათ გოგო, რომელიც რამდენიმე თვეში გარდაიცვალა.
2018 წელს ირინამ ერთ-ერთ ტელეშოუში ისაუბრა ლევის „ღალატზე“:
„სრულიად ჯანმრთელი, ლამაზი გოგონა შემეძინა. სამი თვის რომ გახდა, აცრა გავუკეთეთ, რის შემდეგაც ყველაფერი აირია. პატარამ ვერ შეძლო ძალების აღდგენა და 9 თვეში გარდაიცვალა.
როცა ვიმშობიარე, ჩემი ქმარი გვერდით მყავდა, ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ როგორც კი გაიგო, შვილის გადარჩენა შეუძლებელი იქნებოდა, მიგვატოვა და გაიქცა.
ჩვენ მინსკში ვცხოვრობდით და შემდეგ გადავედით მონაკოში.
მონაკოდან ბილეთი მიყიდა და მინსკში გამიშვა. სანამ თვითმფრინავში ვიყავი, ბრძანება გასცა, სახლში ყველა საკეტი შეეცვალათ“, - განაცხადა ერთ-ერთ ინრევიუში ლევის მეორე მეუღლემ.