კომუნიკაციების კომისიამ ჩემი ცოლის დაქალაქების დღის ეთერში გაშვების გამო ფორმულა დააჯარიმა. ჯარიმის ოდენობა უცნობია.
ამის შესახე მსახიობი ბუბა მირცხულავა სტატუსს აქვეყნებს და ამ ყველაფერს მარაზმს უწოდებს.
„ეს არის სრული მარაზმი!
ჩემეული ხედვა მინდა გაგიზიაროთ ჩცდსთან მიმართებაში(როგორც მაყურებელი) და ვეცდები ავხსნა რატომ გვჭირდება ის.
ილია ჭავჭავაძე ყველას მოგვწონს. მთელ ერს.ზოგს გაცნობიერებულად, ზოგსაც იმიტო რო უნდა მოწონდეს.
მან დაწერა ორი ესეთი გენიალური ნაწარმოები: "ბედნიერი ერი" და "კაცია ადამიანი?!"ყველამ ვიცით.
ორივეში ძალიან მკაფიოდ არის გაკრიტიკებული მაშინდელი ერის და ქვეყნის პრობლემები. მათ შორის სარკასტულად და ირონიულად.
ჩცდ-ც ამას აკეთებს იმ რეალობაში, რა რეალობაშიც ეს სერიალი არსებობს.
ილიასავით პირდაპირ და ცოტა ნაგლადაც გვანიშნებს და მიგვითითებს ჩვენს მანკიერ მხარეებზე.
ვისაც აღიზიანებს ჩცდში ამ დოზით გინება, იქნებ იმაზე დაფიქრდეს რატომ არის ასე?
ხშირად გვითქვამს, რო ამა თუ იმ პერსონაჟში ამოგვიცნია საკუთარი თავები და რო ცხოვრებისეული სერიალია. ხოდა გეყოთ გამბედაობა, თქვენ გულებში ჩაიხედეთ,ყველამ აიღეთ თქვენი წილი პასუხისმგებლობა!გინება ქეთი დევდარიანს არ მოუგონია!
თუ ამ პრობლემის მოგვარება გვინდა, ჯერ ჩვენ თავებს დავუკვირდეთ, მერე ოჯახებს.იქნებ ჩვენგან მოდის ეს ყოველდღიურად?!იქნებ ჩვენი ბრალია?!
ილია რო ჩვენი თანამედროვე ყოფილიყო,წარმომიდგენია საწყალ კაცს რა დღეში გამოატარებდნენ.
მმკში რომელია ილიაზე დიდი მართმადიდებელი?რომელს უფრო მეტი უნდა ქვეყნისთვის?რომელი უფრო მეტს აკეთებს ქვეყნისთვის?
სერიალი ძალაინ ბევრ ადამიანს დაეხმარა და უფრო ბევრს დაეხმარება
P.S-ჩცდ ჩემთვის არის ოჯახი და ამავდროულად იდეა,რომელიც ადამიანის და ქვეყნის კეთილდღეობაზეა
ორიენტირებული.როგორც არ უნდა დაუპირისპირდნენ,ეს იდეა მაინც იარსებებს საზოგადოებაში და ვერავინ შეძლებს მასზე გამარჯვებას.
P.S.S-ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი და არავინ ხართ ვალდებული დამეთანხმოთ,ან არ“- წერს მსახიობი.