Digest Logo

„ხვალ, ვეღარც სასწრაფო მოვა, ვეღარც საავადმყოფო მიგიღებთ საკუთრი ფეხით მისულს და ვეღარც შინაური ექიმი მოვარდება სახლში“

1628769319
გიგა მაქარაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ აიცრან. გიგა ცდილობს ადამიანებს აცრაზე უფრო საშიში მოვლენები დაანახვოს და უხსნის, რომ მათი ფობია უსაფუძვლოა.

„ვაქცინის კი არა, ვირუსის უნდა გეშინოდეთ!

ახლობლების ავად გახდომის უნდა გეშინოდეთ!

ბავშვის წამოტკიებული მუცლის უნდა გეშინოდეთ!

ბრმა ნაწლავის უდროო დროს ამოჭრის უნდა გეშინოდეთ!

მოხუცი ბებიის აწეული წნევის უნდა გეშინოდეთ!

მშრომელი მამის მოტეხილი ფეხის უნდა გეშინოდეთ!

ყველაფრის უნდა გეშინოდეთ ვაქცინის გარდა!

იმიტომ რომ ხვალ, ვეღარც სასწრაფო მოვა, ვეღარც საავადმყოფო მიგიღებთ საკუთრი ფეხით მისულს და ვეღარც შინაური ექიმი მოვარდება სახლში სამკურნალოდ!

ხვალ გვიანი იქნება! აიცერით, გთხოვთ “, - წერს გიგა მაქარაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„როგორც ვვარაუდობდი, ჰომეოპათ თინა თოფურიას აკადემიკოსის სტატუსი არ გააჩნია...“...

კაცი, რომელიც 12 წლიდან იოგით იყო დაკავებული, კორონავირუსმა იმსხვერპლა

„აი, ეს ადამიანები როგორ აძლევენ თავს უფლებას, მსგავსი განცხადებები აქვეყნონ?" - რომელ ექიმს უპირისპირდება ეკა ხოფერია?