Digest Logo

„კლიმაქსს რომ ხმარობენ ქალები სხვა ქალების გასალანძღად, ნათლად ავლენს, რომ ჩამორჩენილი საზოგადოება ვართ“ - თამარ ჩერგოლეიშვილი

1638509453
თამარ ჩერგოლეიშვილი

ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი ადამიანებს, რომლებიც  სალანძღავად ადამიანის ფიზიოლოგიური პერიოდის იმ ეტაპს იყენებენ, როდესაც რეპროდუქციული ფუნქცია უქრებათ, ჩამორჩენილი საზოგადოებას უწოდებს.

„კლიმაქსს რომ ხმარობენ ქალები სხვა ქალების გასალანძღად, ნათლად ავლენს, რომ ჩამორჩენილი საზოგადოება ვართ, სადაც ქალობა კომპრომატია, თავად ქალებიც ასე თვლიან. ყველა საზოგადოება ჩამორჩენილია, სადაც ქალობა კომპრომატია“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ამავე პოსტსი კომენტარებში ჩერგოლეიშვილი განმარტავს:

„ზოგადად ვამბობ, ინსპირაცია რაღაც პოსტია - ვიღაც კლიმაქსიან ქალზე, ვერ გავიგე ოღონდ ქოცი უძახის, თუ ნაცი პასუხობს. დიდი მნიშვნელობა არც აქვს. ზოგადად ასეთი სენია, მეც მივარდებიან ორთოდოქსი ქოცები და განსაკუთრებით ნაცები, მათ შორის ისეთებიც, რომ მიკვირს - მაგალითად დოდონა კიზირია, კლიმაქსიანოს ყიჟინით და ვბლოკავ ნუ ახლა კლიმაქსს სად გავექცევი? ვინ გაექცევა?“

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵მიხეილ ცაგარელის 3 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

🔵ბუნებრივი იმუნიტეტი უფრო იცავს ჰოსპიტალიზაციისგან ადამიანს თუ ვაქცინაცია? - კულუმბეგოვის განმარტება

🔵„თუ ვინმეს გაინტერესებთ, რა ხდება ნონა გაფრინდაშვილი vs Netflix საქმეზე“... - იურისტი ახალ ინფორმაციას აქვეყნებს