მსახიობმა იუნა შაფათავამ, რომელიც ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს, კორონავირუსი დაამარცხა. თუმცა, როგორც თავად წერს, ვირუსმა მის ჯანმრთელობაზე ნეგატიური კვალი დატოვა.
„დაიჯესტი“ შაფათავას სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
„კორონამ დამიტოვა ძალიან ძლიერი ტკივილი სახსრებში; ტეხვა ძვლებში; ხშირი თავის ტკივილები; ქალის პერიოდი არეული; შფოთვა; დაღლილობა. და ეს ყველაფერი ჩემი ვარჯიშის, იოგას, ცურვის, სუფთა კვების და ცუდი ჩვევების არქონის მიუხედავად არა, არ არსებობს, კიდევ თქვით“ - წერს შაფათავა.