ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ კოვიდმა ადამიანების ფიქრები უნდა შეცვალოს.
„და მაინც, ყოველ ჯერზე როცა ახლობელი, მეგობარი, მნიშვნელოვანი ადამიანი გარდაიცვლება ვამბობ, ნანუკა იცხოვრე ისე, თითქოს ეს შენი ბოლო დღეა და მერე მავიწყდება, მერე აღარ მახსოვს, რომ ხვალ შეიძლება აღარ იყოს და ვაგრძელებ დაგეგმვას. იმედია ახლა, როცა კოვიდმა ადამიანები უბრალო ციფრებად აქცია, მივხვდე, რომ არანაირი ხვალ. მთავარია დღეს, აქ, ამ წუთს რა ხდება. რაზე ვდარდობთ, ან რაზე ვჩხუბობთ, ან რაში ვხარჯავთ დროს. არანაირი ხვალ. დღეს! მხოლოდ დღეს", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ასევე დაგაინტერესებთ👇