ჟურნალისტი, დათო ცინცაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და სახალისო ისტორიას იხსენებს. ის მეგობრებს გურიაში ვაქცინაციისას გადამხდარ ამბავს უზიარებს.
„შევედი აცრაზე, ვაჩვენე მკლავი, უნდა დამარჭონ ნემსი და ატყდა ჩხუბი ექიმებს შორის. როგორც ჩანს მანამდეც კამათობდნენ. ჰოდა, ის ვისაც ნემსი ეჭირა და უნდა ავეცარი რეგისტრატორს მიმართავს:
- გაჩერდი ახლა თუ არა გიტიკებ ამ ნემს თვალშიო!
არადა მე აკაპიწებული მაქვს მკლავი და ველოდები ჩხვლეტას. იმაზე გაბრაზებულმა ექიმმა გააქანა და მთელი ძალით მე ჩამარჭო ნემსი!
მერე ისევ რეგისტრატორმა უპასუხა რაღაც და ეს ექიმი ვინც უკვე მცრის, სულ გადაირია! გაცეცხლდა! ამოაძრო ნემსი და -გაჩერდი თუ არა ერთხელ გაგაფრთხილე და ახლა მართლა გიტიკებ ამას თვალშიო - გადადგა ერთი ნაბიჯი წინ და მოუღერა ჩემი მკლავიდან ამოძრობილი ნემსი რეგისტრატორს.
მერე გაბრაზებულმა ისევ გააქანა და უკვე მეორეჯერ ჩამარჭო შპრიცი მკლავში - ხომ უნდა დაესრულებინა აცრა?!
ჰოდა, მაინტერესებს ახლა რაფერაა ჩემი საქმე, ორჯერ აცრილებში გავდივარ?“- წერს დათო ცინცაძე.
აგრეთვე წაიკითხეთ: 👇
🔵კონფლიქტი დედამთილთან, გაუქმებული ფეისბუკი და ფეხმძიმობა ქორწინებამდე - ხატია სიჭინავას სკანდალები
🔵„პაციენტი ვაქცინირებული არ იყო, რამაც ცუდი როლი ითამაშა“ - ალექსი ვაჩაძე გარდაცვლილ ორსულ ქალზე