Digest Logo

კოვიდის კიდევ ერთი მსხვერპლი... დედამ, რომელიც ასევე ინფიცირებულია, არ იცის საყვარელი შვილის სიკვდილი - მარი ჩიტაია

1627820736
„დათო გამყრელიძე

ჟურნალისტი მარი ჩიტაია სოციალურ ქსელში კორონავირუსული ინფექციის კიდევ ერთი მსხვერპლის შესახებ წერს. როგორც ირკვევა, დათო გამყრელიძის გარდაცვალების შესახებ მისმა დედამ, რომელიც ასევე კოვიდინფიცირებულია, ჯერ არ იცის.

გარდაცვლილის ძმა კი რეანიმაციულ განყოფილებაში ასევე კოვიდ ინფექციას ებრძვის.

„დათო გამყრელიძე... კოვიდის კიდევ ერთი მსხვერპლი. ჯან-ღონით სავსე, კეთილშობილი, ნამდვილად კარგი ბიჭი... ადამიანი, რომლის სიცოცხლეშივე შეიძლება ბევრი კარგი თქმულიყო... მიჭირს წარსულში საუბარი... 2 ძმის არაჩვეულებრიოვი უმცროსი ძმა. ერთიც, ზურა, რეანიმაციულ განყოფილებაში სიცოცხლისთვსი იბრძვის... დედამ, რომელიც ასევე ინფიცირებულია, არ იცის საყვარელი შვილის სიკვდილი... ასეთი ტრაგედია ტრიალებს ამ ოჯახში, ენით აუწერელი ტკივილია! ბოლომდე მჯეროდა, რომ სიკვდილთან ბრძოლაში გაიმარჯვებდა, ძლიერს, ჯანმრთელს, ასე ადვილად ვერ მოერეოდა! ისევე, როგორც სჯეროდა სოსოს, უფროს ძმას, ბოლო წუთამდე არ დაუკარგავს იმედი!

სულ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი წამყვანი ალერგოლოგი ამბობდა, რომ უნდა ვიცოდეთ მათი გვარ-სახელები, ვინც ყოველდღიურად კოვიდის გამო იღუპება! ერთ-ერთი მათგანია დათო გამყრელიძე.... სიცოცხლით სავსე, უკარგესი ახალგაზრდა, რომელიც ბევრ ადამიანს დააკლდება, ვინც დათოს იცნობდა.


ვუსამძიმრებ ოჯახს, ძმებს და არ მინდა წარმოვიდგინო ის მძიმე წუთი, რომელიც დეიდა სუზის ელის თავისი ცხოვრების ყველაზე მწარე სიმართლით - დათოს არყოფნით! ვწუხვარ, უზომოდ ვწუხვარ!

დათო, უფალს ებარებოდე!", - წერს მარი ჩიტაია.