Digest Logo

ყურადღება! - შეიძლება თუ არა საკვების გაყინვა?

1631683639
გაყინული ხილ-ბოსტნეული

ექიმი, ზაზა თელია სოციალურ ქსელში საკვების გაყინვასთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაციას ავრცელებს.

მისი თქმით, საყინულეში კარგად დალუქულ კონტეინერში ბევრი საკვები პროდუქტი ვარგისიანობასა და კარგ თვისებებს ინარჩუნებს.

მისივე ინფორმაციით, ყველა საკვებს შენახვის გარკვეული ვადა აქვს.

„შეიძლება თუ არა საკვების გაყინვა?

საყინულეში მჭიდროდ შეფუთულ მდგომარეობაში ან დალუქულ კონტეინერში ბევრი საკვები პროდუქტი ვარგისიანობასა და კარგ თვისებებს ინარჩუნებს თვეების განმავლობაში.

ეს დრო საკვები პროდუქტების მიხედვით განსხვავდება:

1. კარაქი – 6-დან 9 თვემდე;

2. ბანანი – 2-3 თვე;

3. კვერცხის ცილა ან გული – 1 წელი;

4. ყველი – გაუხსნელი, ქარხნულად შეფუთული ყველი – 6 თვე

დაჭრილი ყველი – 3-4 თვე;

5. შეუჭმელი, დარჩენილი პიცა – 1-2 თვე;

6. ავოკადო – 8-12 თვე;

7. მცენარეული საკვები – 6 თვე;

8. პური – გამომცხვარი – 1 თვე;

არაგამომცხვარი კონსერვანტების გარეშე – 3-5 თვე;

9. რძე – 3 თვე;

10. კანფეტი – 3-6 თვე;

11. ნაჭუჭიანი თხილეული – 6 თვე ან მეტი;

12. შემწვარი მორჩენილი საკვები – ხორცეული – 2-3 თვე.

ქათამი, ინდაური ან თევზეული – 4-6 თვე;

13. წვნიანი ან სოუსის ტიპის მოთუშული კერძი ბოსტნეულით და ხორცით – 2-3 თვე

ასე რომ ნუ გადაყრით საკვებ პროდუქტებს, მორჩენილ საკვებს – გახსოვდეთ რომ ბევრი ადამიანი განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში მშიერია ყოველდღიურად.

შეგიძლიათ გაყინოთ პროდუქტები, შეინახოთ ან დაურიგოთ გაჭირვებულებს“, – წერს თელია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵ურთიერთობა ტრანსგენდერთან, ჯადოების კეთება და მისი მკვლელობის მცდელობა - შორენა თეთრუაშვილის სკანდალები

🔵პატრიარქის სიძე, ნაცემი სტიქაროსანი, კავშირი ბაჩო ახალაისთან და ილია II-ს მკვლელობის მცდელობის ბრალდება - სოსო ოხანაშვილის სკანდალები

🔵ოჯახის მიტოვება, „ძველბიჭობის“ მცდელობა და რექტორობა - მეუფე ნიკოლოზის უცნობი ამბები

🔵გეგას ფოტო როიალზე ედო, ქმარს პრობლემა არ ჰქონია - ვინაა თინას მეუღლე და რას საქმიანობს წყვილი?