ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.
„დილით გარდაცვლილი იპოვა დედამისმა ლოგინში… მიზეზი ჯერ არ იციან,“ – წერს ლევან შერმადინი სოციალურ ქსელში.
როგორც ცნობილია, ლაშა ლაშქარავამ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ კვირეულში სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მას ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ჯერჯერობით უცნობია გარდაცვალების მიზეზი.
სწორედ ამ ამბავს გამოეხმაურა სოციალურ ქსელში მამა პეტრე კოლხი.
„გამოვიდეს ყველა და პასუხი აგოს მოკლული ადამიანის წინაშე… ყველამ თქვას, რომ ქრისტეს სახელით ადამიანი მოკლეს… სად არის ის ხალხი, ადამიანებს რომ უღმერთოდ გაუსწორდნენ და მერე რუსთაველზე „გამარჯვების“ ნიშნად „დაისი„ იცეკვეს!.. ცეკვა სიკვდილის სახელით!..“ - წერს დეკანოზი პეტრე კოლხი.