ხაშურში დიდი ტრაგედია დატრიალდა - მე-12 კლასის მოსწავლე, ლადო ბაბლიძე დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, მას დენმა დაარტყა.
„ყველაზე მწარე დღე გაგვითენდა. უფალს ებარებოდე! სიტყვები არ გვაქვს, ეს სიმწარე რომ გამოვხატო. მიყვარხარ ჩემო ტკივილო ბიძაშვილო,“ - წერს მარიამ ბაბლიძე.
„ვერ ვიჯერებ, გული მომიკვდა. რატომ, ღმერთო, რატომ…“, „ხომ შეიძლება ეს ყველაფერი სიზმარი იყოს“, „ვუყურებ და კიდევ არ მჯერა. ჯერ კიდევ პატარა ასაკიდან გიცნობ… მახსოვს შენი ცანცარი და მოციმციმე, მოუსვენარი თვალები. უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის. სულ მემახსოვრები. ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი პატარა მოუსვენარი სული“, „ვერ ვიჯერებ, გული მომიკვდაა, რატო ღმერთოოოო“ – წერენ სოციალურ ქსელში.