„ნაციონალური მოძრაობა“ პარტნიორ პარტიებთან „ლელოსთან“ და „დროასთან“ ერთად თბილისში აქციას არა 7 ნოემბერს, არამედ 6 ნოემბერს გამართავს. პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ნათქვამი მოგვიანებით პარტიაში დააზუსტეს.
მანამდე რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს ნიკა მელიამ აქციაზე მიმართა, რომ მომდევნო კვირას შეკრებილიყვნენ თბილისში, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე.
მომდევნო კვირა დღე 7 ნოემბერია. თარიღი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების წარმომადგენლებს დღემდე ახსენებენ.
ოპოზიციის აქცია თბილისში აქციას არა 7 ნოემბერს, არამედ 6 ნოემბერს გაიმართება. სწორედ ამ თემას ეხმიანება სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვიკა ბუკია.
„კალაძეც ხომ არ დაწერს ბარემ რამეს 7 ნოემბერზე? ასეთი ყალბები როგორ ხართ? მურუსიძეები კი, მაგრამ თქვენ არ გააგრძელეთ? მეგის ქარდავების მოადგილეები კანდიდატებად არ აქციეთ – ჩიქოვანები და კოცნელიძეები; საკუთარ ამომრჩეველს შეამოახაზვინეთ ეს ხალხი.
რას იბღინძებით? თბილისის მერობის კანდიდატი მაინც არ გყავდეთ 7 ნოემბრის და სანდრო გირგვლიანის მკვლელების გამპრავებელი.
და ოპოზიციას მეტი ფიქრი მართებს. და კალენდარში ჩახედვა. კვირა რომ 7 ნოემბერია და ძალიან მძიმე თარიღი, გახარებული ქოცებისგან არ უნდა გაგეგოთ“, – წერს ვიკა ბუკია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ემიგრანტებს ვანდოთ არჩევნები, მათ ჰკიდიათ კონკრეტული სახელები“ - ნიკა გრიგოლია
🔵ზოდიაქოს ამ 4 ნიშნისთვის 2022 წელი უბედნიერესი იქნება
🔵ნოემბერი ზოდიაქოს 3 ნიშანს მოულოდნელ სიურპრიზებს
🔵„ცის კაბადონზე ერთთვიანი შტურმია გამოცხადებული“ - ცაგარელის გაფრთხილება ზოდიაქოს ყველა ნიშანს
🔵„მითხარი, რა ხარ... გაიმეორე, თორემ დაგარტყამ...“ - ბათუმში მოსწავლე თანატოლებმა სცემეს, აგინეს, ვიდეო გადაუღეს და ტიკტოკზე ატვირთეს