Digest Logo

„ლევან რატიანმა უკვე წინასწარ იცის, რომ ლელა წურწუმიას 2 კვირით ტოვებს კოვიდკლინიკაში!" - თამო კეშელავა

1629207231
თაკო კეშა

„ალიას" ჟურნალისტი, თამო კეშელავა სოციალურ ქსელში ლევან რატიანს დაუპირისპირდა. გარდა ამისა, ის უკმაყოფილებას გამოთქვამს ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ და ამბობს, რომ ინფიცირებულები კლინიკებში „ნაცნობობით" ხვდებიან.

„ლევან რატიანმა უკვე წინასწარ იცის, რომ ლელა წურწუმიას 2 კვირით ტოვებს კოვიდკლინიკაში! არანაირი პროტოკოლი, არც ჰოსპიტალიზაციის, არც ჰოსპიტლიდან გაწერის... წინასწარ იცის, რომ ორი კვირა ვერ გამოაჯანმრთელებს... ესიზმრა... ხატია სიჭინავა გამახსენდა, ლევან რატიანს ვთხოვე და ადგილი არ იყო, მაგრამ გამომიძებნა, რომ ჩემი დედამთილი და მამამთილი დაეწვინაო... ახლა მშვიდად ვარო... დამამშვიდებელია, თუ კოვიდ კლინიკა? და ბიძინა კულუმბეგოვი მოაშორა რუსთავი2-მა ეკრანს და რატიანი ჩასვა? ნუ ახლა დამამშვიდებელი და ჯიგარი ტიპია, კარგი, მაგრამ ძილის წინ ზღაპარს მეც წავიკითხავ, მადლობა.
მოდი, ახლა ჩვენ მოვითხოვთ, ყველა მსუბუქი პაციენტი 2 კვირით გააჩეროთ კლინიკაში და რას გვიპასუხებთ?
ტეხავს, ძალიან ტეხავს! გამოჯანმრთელებას ვუსურვებ წურწუმიას და ყველა კოვიდინფიცირებულს, ყველას ოჯახი ნერვიულობს და მესმის მათი, არ არის მათი ბრალი, რომ ამდენი არაპროფესიონალი ექიმი გვყავს და არ გვაქვს ჯანდაცვის ნდობა", - წერს თამო კეშელავა.


ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵VIDEO: „ყველაზე მაგარი წყვილი ხართ“ - სად ისვენებენ ქეთი ხატიაშვილი და დავით კაჭარავა?

🔵„თუ მოვკვდები პრობლემა არაა... ჩემზე ახალგაზრდა ავადმყოფები გადაიყვანეთ საავადმყოფოში, მომავალ თაობას უშველეთ!" - 87 წლის მოხუცის ემოციური ამბავი

🔵„ვისაც იცნობდა და იცოდა რომ სჭირდებოდა, საკუთარი რესტორნიდან საკვებს ურიგებდა" - 46 წლის ზურა მეს­ხი კორონავირუსს ემსხვერპლა