სოციალურ ქსელში 87 წლის, კოვიდდადებითი მოხუცის ისტორია ვრცელდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საავადმყოფოში მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა გადაეყვანათ, თუმცა ამაზე უარს აცხადებდა.
„ჩემი ცოლი ფშავის რომელიღაც სოფელში კოვიდინფიცირებულ ბაბუს - გივის ურეკავს:
- გამარჯობა, მე თქვენი კოვიდექიმი ვარ. როგორ ბრძანდებით , რა ჩივილები გაქვთ?
- სიცხე მაქვს შვილო, 39-ს ქვემოთ არ ჩამოდის. განუწყვეტლივ მახველებს.
- ბატონო გივი, ახლა ვნახე თქვენი ანალიზის პასუხები, დედიმერიც მომატებულია, ც რეაქტიული ცილაც, ფილტვების დაზიანების ხარისხი 14 ია. მე იძულებული ვხდები, 112-ს დავუკავშირდე და ვთხოვო თქვენი გადაყვანა სტაციონარში, სადაც მუდმივი კონტროლის ქვეშ იქნებით. მე ასე დისტანციურად სხვა ვეღარაფრით დაგეხმარებით .
- არა შვილო , არა, მე 87 წლის ვარ, თუ მოვკვდები პრობლემა არ არის. საავადმყოფოებში ისედაც ადგილები არაა. ჩემზე უფრო მძიმე პაციენტები ვერ წვებიან. ჩემზე ახალგაზრდა, ჩემზე მძიმე ავადმყოფები გადაიყვანეთ საავადმყოფოში. მომავალ თაობას უშველეთ!
ნათია ჩუმად იწმენდს ლოყაზე ჩამოღვრილ ცრემლებს..
მე კი ჩუმად ვფიქრობ :
მადლობა ბაბუ, რომ არსებობ. შენისთანებზე დგას საქართველო", - წერს ირაკლი ღოღობერიძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇