Digest Logo

ლევან ვასაძეს ძვლის ტვინის უიშვიათესი დაავადება დაუდგინეს - მას ქიმიოთერაპია უტარდება

1627980338
ლევან ვასაძე

ბიზნესმენი და მოძრაობა „ერის“ დამფუძნებელი, ლევან ვასაძე ამბობს, რომ ძვლის ტვინის უიშვიათესი დაავადება დაუდგინეს.

მან ამის შესახებ, ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

 

„თავი მოვალედ მიმაჩნია, რომ მოგახსენოთ ჩემი მიმდინარე მკურნალობის სტატუსი. თქვენ იცით, რომ ორი თვეა დამემართა იშვიათი დაავადება, რომლის დადგენა და დიაგნოსტიკა ძალიან ძნელი აღმოჩნდა. გამოვიცვალე 5 საავადმყოფო - ორი თურქეთში და 3 მოსკოვში, სანამ არ მივედი იმ დიაგნოზამდე, რომელსაც დღეს დავასახელებ და კიდევ ველოდები ერთ დიაგნოზს.

ამჟამად ჩემ დაავადებას ჰქვია AL ტიპის ამილოიდოზი. ის ჩნდება ძვლის ტვინში და იწვევს ტოქსიკური ცილების გამოყოფას, რომელიც ილექება სხვადასხვა ორგანოებში და არის სიცოცხლისთვის სახიფათო. მე ამჟამად დაზიანებული მაქვს მხოლოდ გული. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი დაავადება მთელ მსოფლიოში. ამ ტიპის შეძენილი ამილოიდოზი ემართებათ 1 მილიონში ორ კაცს.

ის არ არის გენეტიკური, რაც ჩემთვის, როგორც მრავალშვილიანი მამისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ ეს დაავადება მე არ მომდგამს გენეტიკურად და არ გადავა ჩემს შთამომავლობაზე. თუ არ ვუმკურნალე გავრცელდება სხვა ორგანოებზე. მკურნალობის პირველი ეტაპი გულისხმობს ქიმიოთერაპიას რამდენიმე თვე. გასულ კვირას უკვე ჩამიტარდა ქიმიოთერაპიის პირველი სეანსი“, - აცხადებს ვასაძე.