თბილისში ლისის ტბა გაიყინა. ბოლო რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში აქტიურად ქვეყნდება ფოტოები, რომლებშიც ჩანს, თუ როგორ სეირნობენ გაყინულ ტბაზე ადამიანები.
მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო სიტუაციების სამსახურმა, უსაფრთხოების მიზნით, ხალხს მოუწოდა თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისკენ, ლისის ტბაზე ხალხი ხალხის ნაკადი კი არ შეწყდა, პირიქით, მოიმატა.
ახლახან სოციალური ქსელის მომხმარებელმა ეკა იმედაძემ გასულ წლებში გაყინული ლისზე ყინულების ჩამტვრევის ეპიზოდი გაიხსენა და მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შეახსენა, თუ როგორ რისკავენ საკუთარ სიცოცხლეს.
„მოყინული ლისის ტბა ჩემს ბავშვობაში ჩვეულებრივი ამბავი იყო - მაშინ თბილისში გაცილებით ცივი და თოვლიანი ზამთრები იცოდა... ჰოდა, ასეთ მოყინულ ლისზე ჩამტყდარი ყინულის და ჩავარდნილი ბავშვის გადარჩენის შემსწრეც ვარ - მახსოვს, კაცები გაწვნენ ყინულზე და ასე ხოხვით მივიდნენ მოფართხალე ბავშვამდე, რადგან ყინული ერთი რო ჩატყდა, იმსხვრეოდა და იმსხვრეოდა! საშიშია, ხალხო, საშიში! თხელი ფენაა ყინულის და რაც მეტნი იტანტალებთ ზედ, მით მეტია ჩამტვრევის შანსი - მარტივი ფიზიკაა! ისე, თუ მაინცდამაინც გაყინულ ტბაზე სეირნობა გინდათ, 3 საათის გზაზე ჯავახეთის ტბებია...“, - წერს ეკატერინე იმედაძე.