ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი, მამა შალვა კვარაცხელიას, აკრიტიკებს და წერს, რომ სასულიერო პირს არ შეშვენის მეორე ადამიანზე უარყოფითი კომენტარის გაკეთება.
მისი თქმით, მამა შალვამ შეურაცხყოფა მიაყენა ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორის ნიკა გვარამიას შვილებს, რადგან თვქა რომ ისინი მამის გადაცემის გამო დაისჯებოდნენ.
„მამა შალვა ქადაგებაში გვიყვება, როგორი უბედურები იქნებიან ნიკა გვარამიას შვილები მამის გადაცემების გამო. თან ამბობს არ ვწყევლიო, მაგრამ მაინც დაწყევლილები არიანო. ამ ქადაგებას, რამე კავშირი აქვს ღმერთთან?
მამა შალვა ქრისტიანობა ასე გესმით?“- წერს ჟორჟოლიანი.