ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას“ ხელმძღვანელს დავით ქაცარავას ავტომობილი გაუტეხეს. ამის შესახებ ინფორმაცია ქაცარავამ თავად გაავრცელა და ფოტოებიც დაურთო.
ქაცარავა წერს, რომ მოპარულია აღჭურვილობა.
„მანქანა გამიტეხეს გამთენიისას. მოიპარეს ჩვენი აღჭურვილობა. ერთი რაცია საბურავთან მოგვიგდეს... რამე „გზავნილია“, ბიჭებო?“ - წერს ქაცარავა.
🔵„ამაზე მძიმე გადასატანი ექიმისთვის, მერწმუნეთ არაფერია“ - დავით გადელია