Digest Logo

მარტო დავრჩი - ნაბახუსევზე მყოფი ნუკი ლიმონათზე ოცნებობს (ვიდეო)

1601127235
ნუკი და ბუბუ

„ბუბუ მაინც იყოს პატარა, ჩავაგზავნიდი“, - ჯერ უნდოდა შაურმა, შემდეგ ფანტა და ბოლოს ნაღების ლიმონათი. მსახიობისა და ტელეწამყვანის, ნუკი კოშკელიშვილის ინსტაგრამ-ფოლოუერებმა მისი დღის განრიგი ზედმიწევნით კარგად იციან. ვინც მის „სთორის“ გულდასმით ათვალიერებს, ახსოვს, რომ ნუკიმ გუშინ ჯერ თმები შეიღება, შემდეგ მეგორებთან ერთად დასალევად წავიდა. მერე ისიც მოგვიყვა, რომ ბავშვი დედამ დაიტოვა:

„გუშინ დედაჩემმა დაიტოვა ბავშვი და წავედი მეგობრებთან ერთად, საცეკვაოთ არ გამოდის და ნუ ღია ცის ქვეშ რეგულაციების დაცვით ძალიან (თავიდან) ღირსეულად მოვწრუპეთ. მერე ყველა დაიშალ გამოიშალა, ვიღაცას მეგობარი შეხვდა, ვიღაცას შეყვარებულმა მოაკითხა, ვიღაცა სხვაგან წავიდა და დავრჩი მარტო. მაგრამ თბილისში მარტო არასდროს ხარ, იმდენ მაგარ გოგოს ველაპარაკე, იმდენი ისტორია მოვისმინე... მთელი ინსტაგრამ რესურსი არ მეყოფა რომ მოგიყვეთ და არც მოგიყვებით იმიტომ რომ პირადი ისტორიებია... მივხვდი ერთ რამეს, ქალები აუცილებლად ერთხელ მაინც ვართ დასახიჩრებულები სასიყვარულო ურთიერთობაში. აი თითქოს არაფერი, ჩაიარა აღარც გახსოვს, მაგრამ კვალს ტოვებს და ეს იარა, კომპლექსი ხდება ან უბრალოდ გღრნის მთელი ცხოვრება. კიდე ერთ ამბავს მივხვდი რომ ეს კოვიდი მგონი კაცებზე ვრცელდება, ჩემ გარშემო ისეთ ისტორიებს ვისმენ, დედას გეფიცებით არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება ამ ბიჭების საქციელი, აი დაწერილ კანონებსაც ცდება. ოღონდ ყველა მამაკაცი შეცვლილი მგონია წელს, ზოგი უარესობისკენ, ზოგი უკეთესობისკენ. უფრო უარესობისკენ, აი როგორი ამბები მესმის იცით? “ქმარი წავიდა ჩემ დასთან და ფეისბუქიდან წამშალა”😳🤪, აი რაღაც სასწაულად უცნაური ისტორიები. ან “ერთად ვიყავით 4 წელი და ერთად ვცხოვრობდით და უცბად გაქრა აღარ მწერს” ან “მომწერა მომენატრე და მიყვარხარ და რომ ვუპასუხე დამსინა” ან “სოფელში წავიდა და იქ ვიღაც გაიჩინა, აღარც მე ვუნდივარ და აღარც ჩვენი შვილები”.. აი გეფიცებით, დარწმუნებული ვარ ეს 2020-ს რაღაც ახალი სენია!!! აქამდეც ხომ მსმენია ისტორიები, ბოლოს და ბოლოს პირდაპირ ბენს კი არ გავყევი ცოლად მეც ხომ მქონდა ისტორიები. წელს რასაც ვისმენ, ყველანაირ რეკორდს ცდება! არ ფიქრობთ ასე? თუ მე დიდი ხანია აღარ ვიცი ეს “დვიჟუხა” და ჩამოვრჩი ცხოვრებას? პ.ს ვიდეოს ავტორი @bubukoshkeli მე დავარქმევდი ამ ვიდეოს ასე “მე ვარ დედა და ჩვენც გვინდა ზოგჯერ რომ მოვეშვათ, მუსიკა შერჩეულია ისტორიების მოსმენის შედეგად და მე ვუცხადებ სოლიდარობას ყველა გულნატკენ ქალს.. არავინ არ ღირს ნერვიულობად, იყავით ბედნიერები!!! პარასკევობამ წარმატებით ჩაიარა” 🤦🏼‍♀️🤦🏼‍♀️🤦🏼‍♀️“, - წერს ის.

როგორც ჩანს, ახლა შინ მხოლოდ ის და მისი პატარა არიან, რომელსაც ლიმონათის მოსატანად ვერ აგზავნის: