სუროგაციის ცენტრის ხელმძღვანელი მარიამ კუკუნაშვილი ბიზნესმენ დავით კოდუასა და მოდელ ალექსანდრა პაიჭაძის პირადი ცხოვრება საჯაროდ განიხილა. კუკუნაშვილმა კოდუას არაკაცი უწოდა, პაიჭაძე კი ძალადობის წახალისებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ქალები ქალებს ცუდად არ უნდა ექცეოდნენ.
კუკუნაშვილის პოსტმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, როგორც ჩანს ალექსანდრამ მასთან დაკავშირება სცადა, თუმცა მარიამმა არ უპასუხა და სოციალურ ქსელში ახალი პოსტი გამოაქვეყნა, იმის შესახებ თუ რატომ არ სურს პასუხის გაცემა პაიჭაძისათვის.
„ბოდიში ალექსანდრა, შენთვის ცუდი არ მინდა. ყველა ქალისთვის მინდა და მთელი გულით მემეტება სიყვარული, სიმშვიდე და გვერდით დასაყრდენი, ჩამოყალიბებული კაცი. ისეთი, ვინც ისე ალაგებს პირად ურთიერთობებს რომ ქალებს სახეს არ აძრობს და ფეკერის ფსკერზე არ დაჰყავს და იქ , ტალახში არ აგორავებს სახედაკარგულებს. ბოდიში, მაგრამ ვერ გიპასუხებ. ქალების ნაწილი რომ კამბალა თევზები არიან და კოდუას ყოფილი ყველაზე ამაზრზენი არსება დედამიწაზე, მაგაზე ახლა მე და შენ დიალოგი ვერ გვექნება და შეწყვიტე რეკვა. მთელი გულით გისურვებ სიკეთეს და სიყვარულს…
პ.ს. სიყვარული ია-ვარდით მოფენილი სწორი ბილიკი არ არის. ხანდახან იცის ხოლმე გზებმა აცდენა. მაგრამ უკან უნდა დაბრუნდე და თუ ვერ დაბრუნდები ვერავინ და ვერაფერი გამოდგება ინდულგენციად.. მით უმეტეს, ბავშვები არ არიან საშუალებები, ორსულობა არ არის საშუალება და თუ არის, მაგ ლოგიკით მოდით ჯერ უკვე გაჩენილ, თავმოყვარე ბავშვებზე იფიქრეთ, რომლის დედასაც ყოველდღე მაიმუნს ადარებენ, ისე თითქოს საკმარისი არ იყოს ის რაც სტკივათ. გსმენიათ რამე ამ ასაკის ბავშვების თვითმკვლელობაზე?“
ამავე სტატუსის ქვეშ ალექსანდრამ მარიამ კუკუნაშვილს საჯაროდ უპასუხა:
ალექსანდრა პაიჭაძე:
ღმერთო რა სიმდაბლეა. მარიამ მაინტერესებს, რატომ წერ ცილისმწამებლურ პოსტს. დამირეკე რა, არცერთ სიტყვაში არ გეთანხმები და უბრალოდ ამიხსენი ამას რატომ უკეთებ მართლა დათოს. მე მკიდია ჩემზე რას იფიქრებთ. არ იცით საერთოდ რაებს კადრულობს მისი მეუღლე და რას შვება ამ ცხოვრებაში და გეხვეწებით, სანამ სასამართლოა რა ჯანდაბა გჭირთ. 1 სქრინით შემიძლია მოვატრიალო მთელი პროცესი, მაგრამ არ ვიკადრებ ზუსტად ქალური სოლიდარობის გამო. ოჯახის ერთობაზე და სიყვარულზე გთხოვ ნუ ლაპარაკობთ. მე-9 თვეში ვარ ეს სტრესი, რაც მე ახლა მომაყენეთ ენით აღუწერელია. თან ქალებმა. რომლებმაც არ იცით.
მარიამ კუკუნაშვილი:
კოდუა და მისი ფული რომ არ მშურს მაგაში მაინც ჰო არ გეპარება ეჭვი . შენ შეძლებ რომ ბევრად კარგად იყო. „ორანგუტანგებთან“ გასაყოფი კაცი არაფერში გჭირდება, იქ ესპანეთში რომ დაასეირნებს შიგადაშიგ. თავად წეროს კოდუამ პოსტები თუ რა ძვირფასი ხარ ... მოკლედ მე გაფასებ, მიყვარხარ და მეტი მემეტება შენთვის და ყველა ქალისთვის. იმედია მოვა დრო და გამიგებ.
ამ მიმოწერაში საზოგადოება ორ ნაწილად გაიყო. ზოგი ალექსანდრას უჭერდა მხარს, ზოგი მარიამს, ზოგი კი ტრადიციულად წერდა, რომ საქართველოს არასოდეს არაფერი ეშველება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ზოდიაქოს ამ 4 ნიშნისთვის 2022 წელი უბედნიერესი იქნება