გრიგოლეთში ახალგაზრდა მამაკაცი ზღვაში დაიხრჩო. ამის შესახებ თვითმხილველი სოციალურ ქსელში წერს. ამბობს, რომ გარდაცვლილი მაშველებმა ზღვიდან გამოიყვანეს, თუმცა სასწრაფო დახმარების მანქანამ მისვლა დააგვიანა.
„ის ახალგაზრდა კაცი გრიგოლეთის ზღვაში დაიხრჩო. ჩემს თვალწინ ითხოვდა შველას და ვერ ვშველოდით. თითქოს ყველამ მისი საქმე გააკეთა, მაგრამ გვიან და ამაოდ. დამნაშავეა გულგრილობისთვის ის მეგობარი გოგონა,რომელიც წიგნს მშვიდად კითხულობდა და ტალღები ამ დროს სიკვდილისკენ ითრევდა ამ უიღბლოს. დამნაშავეა სამაშველო სამსახურის ზემო ისტანცია, რომელი მშვიდ ზღვაზე უფრო ხშირად დაასეირნებს სამაშველო სკუტერებს, ვიდრე როცა ამის აუცილებლობაა. სატირალია 25 წუთის შემდეგ ძლივს დასახმარებლად მოსული სასწრაფო დახმარების სამედიცინო აღჭურვილობა, რომელიც ხელოვნური სუნთქვის მეტს ვერაფერს სთავაზობდა განწირულს! გაუფრთხილდით ერთმანეთს…წამში დევს ყველას ბედისწერა“, - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵VIDEO: „ხალხო, მიშველეთ რამე" - ნახეთ, რა შეემთხვა რუსკა მაყაშვილს
🔵„ვახო, ხომ არ გგონია მარტო ხარ?!“ - აჩი არველაძის მხარდაჭერა კოვიდინფიცირებულ ფეხბურთელს
🔵ცოლს კლიტორი მოაჭრა, მისი საყვარელი კი იმპოტენტი გახადა - შურისმაძიებლის გაუხმაურებული ამბავი