Digest Logo

„ხალხი ფრთხილად უნდა იყოს, ადამიანი რეანიმაციაში ხვდება 3 დღეში“ - გიორგი ფხაკაძის საგანგაშო პროგნოზი

1625855216
ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე - Digest.ge

ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ კორონავირუსის ახალი ვარიანტების, მათ შორის "ლამბდა" ვარიანტის შესახებ "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული ვარიანტი უკვე გავრცელებულია 30-ზე მეტ ქვეყანაში და მისი გავრცელების ტემპი საკმაოდ მაღალია.

„შორეული ნათესავია ინდური შტამის. ძირითადად ლათინურ ამერიკაში ვრცელდება. ძირითადი 4 ვირუსია და ინდოეთში არის ქვე-ვირუსები. ყველაზე საშიში, რომელზეც ვიძახი, რომ ხალხი ფრთხილად უნდა იყოს, ეს არის K404N, რომელიც მართლა საშიშია და ადამიანი რეანიმაციაში ხვდება 3 დღეში, ეს ვარიანტები გაგრძელდება, სანამ ჩვენ არ გავაჩერებთ ამ ვირუსს და გაჩერების საშუალება არის ძალიან მარტივი, სამედიცინო პირბადე, არანაირი თავშეყრის ადგილები და ვაქცინაცია," - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

⛔აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„არ გვინდა ზღაპრები და ტყუილები, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის“- გიორგი ფხაკაძე

„ვაქცინაცია ორსულობისას, 14 კვირის შემდეგაა სასურველი... ერთხელ მაინც თქვით სიმართლე…“ – რას ურჩევს ხელისუფლებას ფხაკაძე

რას ამბობს ლევან რატიანი „დელტა“ შტამის სიმპტომებზე და მოსალოდნელ საფრთხეზე