ჰეპატოლოგი, გასტროენტეროლოგი ჯაბა ზარქუა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და დედაქალაქში დაწესებული შეზღუდვების ფონზე საახალწლო განათებების მონტაჟთან დაკავშირებით წერს.
ზარქუა იმ ექიმების ანაზღაურების შესახებაც საუბრობს, რომლებიც 24/7-ზე მუშაობენ:
„მინდა ისეთ თემაზე ვილაპარაკო ახლა, რაზეც ექიმების უმეტესობა საჯაროდ ლაპარაკს ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო ერიდება, საახალწლო განათებებში მიფშვნეტილმა უაზრო ფულმა დამაფიქრა ამ თემაზე.
მეგობრებო, ოჯახის ექიმს ვერ ვუკავშირდები და თავზე ვერ მევლებაო, ამას ხომ ყველანი მოვთქვამთ?
მაგ ოჯახის ექიმებს რომ ხელფასი უნდა ჰქონდეთ წესიერი და ნორმალური ამ საქმეში, ამას რატომ ვუყრუებთ? თუ გავიწყდებათ რომ ბანკის ვალი მათაც აქვთ, ოჯახები მათაც ჰყავთ და ცხოვრება მათაც უნდათ თქვენსავით? ანუ მართლა რანაირად წარმოგიდგენიათ 24/7-ზე თვეები ადამიანი ტელეფონზე ეკიდოს და მიზერული ანაზღაურება ჰქონდეს ამაში?
თქვენი ჭირიმე ახლა ეს ფარისევლური ფსევდომორალისტური ნარატივი არ შემოვაგოროთ იმის შესახებ რომ „ექიმი მაინც ექიმია“ და ა.შ., რადგან მერე ამ ნარატივის მძევლები ხდებიან თავად ექიმები და ხმას ვერ იღებენ მარტივ უსამართლობაზე! ქველმოქმედება კეთილი ნება უნდა იყოს და არა - იძულება, იძულებითი ქველმოქმედების მე არ მწამს და უფრო სისუსტის ნიშანია, ვიდრე კეთილი ნების!
არც ის მითხრათ რომ ფული არ გვაქვს - უკაცრიელი ქალაქის ღამის განათებაზე დასახარჯი ხომ გვაქვს?
პრეზიდენტის სასახლის ირანული ჭაღებისაც ხომ გვაქვს? სპორტფედერაციებში მოგროვილი კლანის შენახვისთვის ხომ გვაქვს? ჰოდა, გვაქვს რა!
სანამ ისეთი რაღაცეები „გაგვიტყდება“, რაც საერთოდ არაა „გასატეხი“, მანამდე თავზე გვედება ქაქი, თან ბევრი!
ღირსეული და დროული ანაზღაურება კოვიდის თემაზე მომუშავე ოჯახის ექიმებს, ეს მინდა მე, ცალსახად და მკაფიოდ!“,- წერს ჯაბა ზარქუა.