Digest Logo

მის არჩევანს პატივს ვცემ, მაგრამ... - ბელა ალანია ნათელაშვილზე

1602571157
ბექა ნათელაშვილი დედასთან ერთად

შალვა ნათელაშვილის ცოლი, ფსიქილოგი და პოეტი ბელა ალანია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და შვილს, ბექა ნათელაშვილს, დაბადების დღეს ულოცავს.

როგორც ყველა დედა, თავად ბელაც მადლობელია იმის, რომ უფალმა დიდი ბედნიერება აჩუქა ბექას სახით:

„როგორი მოწყალეა უფალი, რომ ბექა მაჩუქა.

როგორ ვცხოვრობდი მის გარეშე ოდესღაც?!

ერთი ციდა იყო, როცა ჭკუას ვეკითხებოდი.

სჯეროდა, რომ მისი აზრი მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი იყო. ამ დროს საკუთარი თავის რწმენას აგროვებდა.

პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესი უპირველესად პასუხისმგებლობას გულისხმობს. ბექას მოხუც ბებოზე ზრუნვას ვასწავლიდი, მისთვის დროულად წამლის შეხსენება, მოტანა, სახლის საქმეებში დახმარება ნელ- ნელა ჩვევაში გადაეზარდა.

მასზე სუსტი არსებების - შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობა ადვილი არ იყო. დრომ დაარწმუნა, რომ მათთან თანაარსებობა დიდი სიხარულის მომტანია.

არ ვანებივრებდი. სოფელში იზრდებოდა. სოფელმა მიწის და ადამიანების სიყვარული ასწავლა, სხვისი შრომის პატივისცემა და დაფასება, საფლავების მდუმარებაში ჩატეულ წარსულთან თანაარსებობა, ამქვეყნიური და იმქვეყნიური საქართველოს ერთიანობა და კიდევ უამრავი რამ...

არ ვიცი ამას რატომ ვყვები. მინდა დაგიმტკიცოთ, რომ კარგი ბიჭია ბექა თუ თავს ვიწონებ მისი დედა რომ ვარ ასეა თუ ისეა, ამას დრო გვიჩვენებს...

ახლა კი ეს ბიჭი იუბილარია და ვულოცავ!

(რაღაც-რაღაცებისთვის არ მემეტება, მაგრამ
მის არჩევანს პატივს ვცემ)

დაგილოცავ მომავალს, ჩემო შვილო, ჩემო დეო...“, - წერს ალანია.