ქართველი მუსიკოსი მიშა ჯაფარიძე ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მაიკო კაჭკაჭიშვილი აქვეყნებს და მომხდარის გამო თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
„ასე როგორ დავამძიმეთ დედამიწა? მიდიან და მიდიან უკანმოუხედავად ძალიან ვწუხვარ და და ვუსამძიმრებ კოლეგებს ახალგაზრდა, უნიჭიერესი მუსიკოსის მიშა ჯაფარიძის გარდაცვალებას“, - წერს კაჭკაჭიშვილი.
მიშა ჯაფარიძის გარდაცვალებას სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი ეხმიანება:
„უმძიმეს ცხოვრებისეულ გამოცდილებას ვიღებთ დღეიდან მუსიკოსები, ვინც ვმეგობრობდით და ვუკრავდით და ვისაც უკიდეგანოდ გვიყვარდა მიშა ჯაფარიძე….
მე ეს ერთხელ გამოვიარე, 2001 წელს ოძელა რომ დავკარგეთ… 20 წელი გავიდა და კიდევ უფრო დიდია გააზრება იმ ტრაგედიის, რაც ახლა ჩვენს თავს ხდება… დავკარგეთ უძვირფასესი მეგობარი, თანამოაზრე, ახალი თაობის გამოკვეთილი მუსიკოსი, ძალიან ძალიან ძალიან ახალგაზრდა, ნიჭიერი, არანორმალურად მოწესრიგებული და პროფესიონალი, თან უსაყვარლესი მიშა… ჩვენი საერთო მიშა ჯაფარიძე…
ძალიან ცუდია, მეტი რომ არ შეიძლება… უკიდურესობა…
მომიტევეთ, რომ ჩემი უმძიმესი ემოციის გამჟღავნების უფლება მივეცი თავს“.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: