Digest Logo

„მიშას „ქართული ოცნების“ ნაცვლად, მისი მხარდამჭერები გააკრავენ ჯვარზე და სულ კინწისკვრით აიყვანენ გოლგოთაზე“ – ბორის ყურუა

1639411520
ბორის ყურუა და მიხეილ სააკაშვილი

ჰგონიათ, რომ ქართული ოცნების დასამარცხებლად ქრისტე სჭირდებათ და მიშასგან ძერწავენ – ამის შესახებ „გირჩი - მეტის თავისუფლებისთვის“ წევრი ბორის ყურუა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

მიშას უფლებების დაცვის ბრძოლა, რაც საკმაოდ ადეკვატური და კეთილშობილი საქმეა, რიგი ჯგუფებისთვის მისი უდანაშაულობის მტკიცების და მესამე პრეზიდენტის სიწმინდის დამტკიცების ჯვაროსნულ ომად გადაიქცა. სულ უფრო და უფრო მიმძაფრდება შთაბეჭდილება, რომ ადამიანის უფლებებს კი არა, კონკრეტულად ერთი ბრალდებულის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვა უნდათ.

ამ კაცისადმი ბრმა სიყვარულის გამო კი არა, მისი მმართველობის პერიოდის ნოსტალგიის და წარსულში საკუთარი კარგად ყოფნის გამო. ასეთ ხალხზე სულ ჯაბა იოსელიანისადმი მიძღვნილი ლექსი მახსენდება: ჩემო გენერალო! ცეცხლი მაშინდელი თმენამ ვეღარაფრით ვეღარ მიაცია… მიშას ჯვარზე გაკვრა ელის, ქართული ოცნების ნაცვლად მისი მხარდამჭერები გააკრავენ ჯვარზე და სულ კინწისკვრით აიყვანენ გოლგოთაზე. ჰგონიათ რომ ქართული ოცნების დასამარცხებლად ქრისტე სჭირდებათ და მიშასგან ძერწავენ, არადა ხელისუფლების შეცვლას იმის ქონა ეყოფა რაც არ აქვს ქართულ ოცნებას – ადეკვატურობის“, – წერს ბორის ყურუა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ვის გაუმართლებს სიყვარულში 2022 წელს?

🔵ეპისკოპოსმა ბავშვებს უთხრა, რომ სანტა არ არსებობს

🔵„ვიცნობ დედას, რომელმაც შვილი მოატყუა - „დღეს სიცხე გაქვს და ხვალ ექსკურსიაზე ვერ წახვალო“, რადგან ფული არ ჰქონდა“ - გიორგი კეკელიძე

🔵ვეფხვი შეასუსტებს პანდემიას, კატა კი ბოლოს მოუღებს“ - ცაგარელის დამაიმედებელი პროგნოზი