Digest Logo

„ვეფხვი შეასუსტებს პანდემიას, კატა კი ბოლოს მოუღებს“ - ცაგარელის დამაიმედებელი პროგნოზი

1639388096
ცაგარელი და პანდემია

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, 2022 წელს წყლის ვეფხვი პანდემიას შეასუსტებს, 2023 წელს კი ინფექციას კატა საერთოდ გაანადგურებს.

კორონავირუსი, რომელიც ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წელს დაფიქსირდა, ამავე წელს გავრცელდა მსოფლიოში. მალევე ჯანმომ ის პანდემიად გამოაცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები, ვაქცინით, მედიკამენტებითა და ინფექციასთან ბრძოლის აპრობირებული მეთოდებით შეძლებისდაგვარად ებრძვიან უცხო ვირუსს, ის თავს ახალი შტამებით ავლენს და სამედიცინო საზოგადოებას ყველაფრის თავიდან დაწყება უწევს.

ამ საკითხთან დაკავშირებით, რელიგიას, მეცნიერებას და ასტროლოგიას საკუთარი შეხედულება გააჩნია. პანდემიას ასტროლოგთა საზოგადოება დედამიწის ახალ ჰერცზე გადასვლით ხსნიან და აცხადებენ, რომ უმაღლესი ვიბრაციები დედამიწაზე კეთილშობილებასა და ჰარმონიას ითხოვენ, ვირუსი კი აგრესიისა და კონფლიქტებისგან განწმენდს მას.

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ვარაუდობს, რომ 2022 წელი ვირუსს საგრძნობლად შეამცირებს, ხოლო 2023 წელს ის საერთოდ განადგურდება - ამის შესახებ მან კავკასიის ეთერში „ვარსკვლავები გვამცნობენ“ განაცხადა და საზოგადოებას სიმშვიდისა და სიფრთხილისკენ მოუწოდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ეს მოვლენა სამშაბათს მოხდება“ - ცაგარელის გაფრთხილება მიმდინარე კვირის ყველაზე მძიმე დღეზე

🔵„ეს არის ამ წელში ბოლო რთული კვირა“ - ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

🔵„გამოკითხულთა 69% კოცნაობის, ზასაობის, ან სექსის მომხრეა“ - ნათია ფანჯიკიძე