„ორშაბათიდან ყველა კლინიკაში მკვეთრი ცვლილება დაიწყო, განსაკუთრებით ფედერალურ სამსახურებში და დიდ კლინიკებში, მივიღეთ სპეციალური ბრძანება, რომ კლინიკაში კორონავირუსის ვაქცინების მისაღებად მზადება დავიწყოთ“, - ამის შესახებ აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორმა, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორმა ზურაბ გურულმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
როგორც, გურული ამბობს უკვე ყველა კლინიკა არის მზადების პროცესში, მარაგდებიან საჭირო ატრიბუტებით რათა დაიწყოს ვაქცინის მიღება.
„ყველა კლინიკაში უკვე არის მზადება, იდგება სპეციალური მაცივრები და ვემზადებით იმისთვის, რომ დავიწყოთ ვაქცინის მიღება. ეს არის ძალიან დიდი პოლიტიკური გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ პირველი Pfizer-ი გამოაგზავნის ამერიკაში ვაქცინებს. 4 შტატი გამოიყო სამაგალითოდ: ტეხასი, ნიუ მექსიკო, ტენესი და ლონგ აილენდი სადაც პირველად ლოჯისტიკურად განლაგდება ვაქცინები. ვფიქრობ ამერიკაში დეკებრის ბოლოსკენ დაიწყება აცრა და ეს იქნება ნებაყოფლობითი“, - განაცხადა ზურაბ გურულმა.
ინფორმაციისთვის, გერმანული მწარმოებლის BioNTech-ისა და ამერიკული Pfizer-ის მიერ შექმნილ ვაქცინის წინასწარი ანალიზები აჩვენებს, რომ მას ადამიანების 95%-ით დაცვა შეუძლია.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
კორონავირუსით ინფიცირებული ორსული მშობიარობის წინ კომაში ჩააგდეს
რა შემთხვევაში უნდა მიიღოს ანტიბიოტიკი კოვიდინფიცირებულმა - პაატა იმნაძის განმარტება