„მთავარის“ ჟურნალისტი, მიხეილ სესიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„როგორც ადამიანს, როგორც მამას, როგორც ქრისტიანს – მე არ შემიძლია სხვაგავარად ვუპასუხო იმ ყიამყრალობას, რაც ჩემდა სამწუხაროდ ამბიონიდან მოვისმინე.
მომიტევებია !!!
მაგრამ ისიც გახსოვდეთ, რომ ჩემი ღმერთი სახედრით დადიოდა, ძაძებს იცვამდა და ყველა უყვარდა, ყველას შანსს აძლევდა – ავაზაკსაც, მეძავსაც და ტირანიის მსახურთაც. ჯვარს აცვეს, აწამეს, სდევნიდნენ და დასცინოდნენ – და მიუხედავად ყველაფრისა, მხოლოდ ერთხელ, განრისხდა იესო, და მხოლოდ ერთი რამ ვერ აპატია ადამიანებს !!!
როცა უფლის სახლში, უფლის სახელით გაჩაღებული აღებ-მიცემობა ნახა, როცა ნახა, რომ ფარისევლები თავის ხორციელ ვნებებსა და მომხვეჭველობას ღმერთზე, სიყვარულზე და ჭეშმარიტებაზე მაღლა აყენებდნენ !!! მე მომიტევებია და ვილოცებ, რომ ღმერთმაც შეგინდოთ !!!“, - წერს სესიაშვილი.
ცნობისთვის, წმინდა სამების ტაძრის წინამძღვარმა მამა შალვა კეკელიამ გასულ კვირას იქადაგა. სასულიერო პირის მიმართვა სოციალურ ქსელში გავრცელდა.