საქართველოს პირველი ჩოგანის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლი, მოდელი ნეკა დოროყაშვილი „ინსტაგრამზე“ ვიდეომიმართვას აქვეყნებს, ამბობს,რომ გერმანიაში მყოფი, საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილო ადამიანები მას მიზანმიმართულად არეპორტებენ.
„ჩემს დღევანდელ დღეზე პატარა ისტორიას მოგიყვებით. ცოტა ხნის წინ გერმანულ ენაზე „ინსტაგრამზე“, მომივიდა რეპორტი . მინდა გითხრათ, რომ შური და ბოღმა ძალიან ცუდია, ამით შეიძლება მხოლოდ საკუთარ თავს ავნოთ.
თუ გაღიზიანებთ ჩემი სთორები, ნუ უყურებთ, ჩემს რეპორტებს თავი დაანებეთ იმიტომ, რომ მაინც ვერ მომერევიან ეს პატარა ადამიანები.
მკითხეს, ვინ არის ის გერმანელი ადამიანი, ვინც ჩემს სთორებს არეპორტებს და ჩემი ინსტაგრამის სთორების ყურების მეტი საქმე არ აქვს - არ ვიცი, ვინ არის. ალბათ, თავისი ცხოვრებით ძალიან უკმაყოფილოა“, – ამბობს დოროყაშვილი.
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილი მეუღლის ცემაშია ბრალდებული. სპორტსმენი 22 მაისს დააკავეს 2 დღეში კი 100 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
დედამთილის მეშინოდა, გიჟს მეძახდა, შენ ისიც გეყოფა, უდღეური ბავშვი რომ გააჩინეო - ნეკა დოროყაშვილი