Digest Logo

„მოუსმინეთ, ბევრ კითხვაზე მიიღებთ პასუხს" - გიორგი ფხაკაძე ვიდეოს აქვეყნებს

1628586347
ფხაკაძე

პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, მას ძალიან ბევრი ადამიანი წერს, რომ აქვთ სხვადასხვა დაავადება, არიან ალერგიულები და ამის პასუხებს სწორედ ამ ვიდეოს საშუალებით მიიღებენ.

„მოუსმინეთ, ბევრ კითხვაზე მიიღებთ პასუხს (განსაკუთრებით, უაზრო ვიდეოები გეცნოთ?). ისე, ასეთი გადაცემები ქართველი „ანტივაქსერული სექტის” წარმომადგენლების ჩართვით რომ გავაკეთოთ, კარგი იქნება. ბევრი სექტანტი ვიზუალურადაც ჰგავს ერთმანეთს… არავის არ გაგონებთ?! ერთი შენიშვნა მაქვს ამ ვიდეოში, „სპუტნიკის” ძალიან დიდი რეკლამაა...რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები ბოლომდე. აქ დავამატებდი: „ფაიზერი" და „მოდერნა" არის ყველაზე ეფექტური ვაქცინები მსოფლიოში დღესდღეობით. ჯანმრთელობას გისურვებთ",- წერს გიორგი ფხაკაძე.

ამავე თემაზე👇

„ვერ არის კარგად საქმე ჩინეთში“ – გიორგი ფხაკაძე

„ახლა, აი, ამწუთას ასეა, სიმართლეს გეტყვით, საქართველოში ასეთი სულ 10 ადამიანია“ - გიორგი ფხაკაძე

„საქართველო დგას გენოციდის წინაშე“ - ნახეთ, რას ამბობს გიორგი ფხაკაძე